in

რაუნდაპი მაქსი — ტოტალური მოქმედების ინოვაციური ჰერბიციდი

რაუნდაპი მაქსი მცენარეთა დაცვის ინოვაციური საშუალებების მწარმოებელი კომპანიის, Bayer-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია, რომელიც ერთწლიანი და მრავალწლიანი სარეველების სრული სპექტრის წინააღმდეგ გამოიყენება. მისი უნიკალური მახასიათებლებისა და გამოყენების პირობების შესახებ ქვემოთ დეტალურად მოგიყვებით.

რა არის რაუნდაპი მაქსი და რაში მდგომარეობს მისი უნიკალურობა?

რაუნდაპი მაქსი თესვამდე გამოსაყენებელი ტოტალური მოქმედების ჰერბიციდია, რომელიც მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ გამოიყენება. ამასთანავე, ის სწრაფად და ეფექტურად ანადგურებს ბალახოვან და ბუჩქოვან მცენარეებს სხვადასხვა დანიშნულების მიწებზე. 

რაუნდაპი მაქსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწრაფად მოქმედებაა. მასში მაღალი კონცენტრაციითა წარმოდგენილი სარეველების გასანადგურებლად საჭირო ნივთიერება, რომელიც სარეველა მცენარის მიერ სწრაფად შეწოვება. მისი გამოყენების შემდეგ აღარ არის საჭირო ნიადაგის დამატებითი პრეპარატებით დამუშავება სარეველების სრული განადგურებისთვის. ასევე, რაუნდაპი მაქსის მოხმარება შესაძლებელია ცივი ტემპერატურის პირობებშიც. 

როგორ უნდა გავიყენოთ ჰერბიციდი?

რაუნდაპი მაქსი გამოიყენება თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის, ციტრუსის, ვაზისა და თხილის მეურნეობებში მოსავლის აღების შემდეგ. მინდვრები, რომლებიც განკუთვნილია საშემოდგომო და საგაზაფხულო მარცვლოვნების, მზესუმზირასა და სოიას დასათესად, მიზანშეწონილია შეიწამლოს კულტურების დათესვამდე 3-4 კვირით ადრე. რაუნდაპი მაქსი ასევე, გამოიყენება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, საირიგაციო და სადრენაჟო არხებთან, გზისა და მინდვრის ნაპირებზე, დასახლებულ პუნქტებსა და პარკებში ბუჩქოვანი და ბალახოვანი მცენარეების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში სარეველების პრეპარატით დამუშავება მათი აქტიური განვითარების პერიოდში ხდება. 

Bayer-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფეროა“. რაუნდაპი მაქსის შეძენასაც მის მაღაზიათა ქსელსა და ონლაინ პლატფორმაზე შეძლებთ. პროდუქტის მახასიათებლებისა და გამოყენების პირობებზე უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ „აგროსფეროს“ კონსულტანტებს.

[R]

Lay’s კამპანიას იმ ქომაგებს უძღვნის, რომლებსაც ჩიფსი უჭირავთ

EasyDine – რესტორნის 360-გრადუსით დათვალიერებისა და დაჯავშნის ქართული ონლაინ პლატფორმა