in

„აგროსფერომ“ თავის სტიპენდიატებს უმასპინძლა

აგროსფეროს“ სტიპენდიატები კომპანიის ცენტრალურ ოფისს ესტუმრნენ, დაათვალიერეს ხელმისაწვდომი პროდუქცია და დაესწრნენ მექანიზაციის სერვისის  სამსახურის მუშაობის პროცესს.

სტუდენტებს „აგროსფეროს“ გაყიდვების სპეციალისტებმა უმასპინძლეს და მათ კომპანიის მიერ იმპორტირებული პროდუქციის სრული ასორტიმენტი წარუდგინეს, გააცნეს თითოეული კატეგორია, პროდუქტების ინოვაციური მახასიათებლები და უპირატესობები. სტიპენდიატებს, ასევე, საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ უახლესი აგრო-დრონი DJI Agras T40 და CLAAS-ის ინოვაციური მარცვლეულის კომბაინი DOMINATOR 260.

სტუდენტები ესტუმრნენ „აგროსფეროს“ მექანიზაციის სერვისის სამსახურს, დაესწრნენ სამუშაო პროცესსა და გაეცვნენ გუნდის მუშაობის სპეციფიკას.

„მე მექანიკის ინჟინერიას ვსწავლობ და, შესაბამისად, ჩემთვის მექანიზაციის სერვისის სამსახურში სტუმრობა განსაკუთრებით საინტერესო იყო. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ „აგროსფეროში“ ხარისხის კონტროლი მაღალ დონეზეა და კვალიფიციური კადრები ჰყავთ. ვფიქრობ, პროგრამის ფარგლებში, ამ გუნდს მეც შევუერთდები და სტაჟირებას სწორედ აქ გავივლი“, – ამბობს „აგროსფეროს“ სტიპენდიატი, ლაშა ლომსაძე.

აღსანიშნავია, რომ „აგროსფერო“ სტიპენდიატებსა და კიდევ 7 შერჩეულ სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს სტაჟირება გაიარონ კომპანიის სერვისცენტრებში, პარტნიორი ფერმერების ნაკვეთებში, სადემონსტრაციო ვენახსა და სათბურებში. ასევე, მათ შეეძლებათ დაესწრონ „აგრარიუმის“ ტრენინგებსა და ისარგებლონ „აგროსფეროს“ სხვა შეთავაზებებით.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტმა თავად აირჩიონ სტაჟირება-პრაქტიკის მიმართულებები, გაითვალისწინონ თავიანთი ინტერესები და მიჰყვნენ პროფესიული განვითარების გეგმას. ჩვენ კი, შევეცდებით, ხელი შევუწყოთ მათ წინსვლასა და პროფესიულ ზრდას. იმედი გვაქვს, „აგროსფეროს“ სასტიპენდიო და სტაჟირების პროგრამები დაგვეხმარება მეტი ახალგაზრდა დავაინტერესოთ აგრომეურნეობით და მოტივაცია მივცეთ მათ, ვისაც ეს დარგი განსაკუთრებით უყვარს“, – ამბობს „აგროსფეროს“ სასწავლო ცენტრ „აგრარიუმის“ ხელმძღვანელი, მარიამ მერაბიშვილი.

ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და ტექნოლოგიების იმპორტიორმა კომპანია „აგროსფერომ“ ახალგაზრდების ხელშემწყობი პროგრამები 2022 წელს წამოიწყო. კომპანია მათ „აგრარულ უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით ახორციელებს და ყოველწლიურად მის 3 სტუდენტს გადასცემს სტიპენდიას. ასევე, ჯამში, 10 სტუდენტს სთავაზობს სტაჟირების პროგრამას. „აგროსფეროს“ პროგრამების მიზანი ახალგაზრდების წახალისება, აგრომეურნეობის პოპულარიზაცია და, სამომავლოდ, დარგის კვალიფიციური კადრით უზრუნველყოფაა.

[R]

არჩევანი – რეალობა, რომელსაც მე ვქმნი

გენერაციული AI-ის გამოყენების 5 განსხვავებული გზა — როგორ დაეხმარება GPT თქვენს გუნდს?