in

„აგროსფეროში“ მწვანე პარასკევი დაიწყო – რა პროდუქციას შეიძენთ ფასდაკლებით?

მწვანე პარასკევის ფარგლებში, ფასდაკლებები „აგროსფეროს“ ექსკლუზიური ბრენდების სრულ ასორტიმენტზე ამოქმედდა. გარდა ამისა, კომპანია განსაკუთრებულ აქციებს გთავაზობთ გარკვეული კატეგორიის პროდუქტებზე. მათ შორისაა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ხელსაწყოები, ღვინის საწარმოო ინვენტარი და ავზები.

მწვანე პარასკევი არ უნდა გამოტოვოს მან, ვინც ტრაქტორის შეძენას გეგმავს, რადგან აქციის პერიოდში ამ კატეგორიის პროდუქციას 7,500-21,500 ლარი დააკლდება. გაითვალისწინეთ, სააქციო პროდუქტთა ჩამონათვალშია CLAAS-ის 2023 წლის გამოშვების ინოვაციური ტრაქტორიც – Axion 820, რომლის შეძენასაც 20,000 ლარიანი შეღავათით შეძლებთ.

ამასთან ერთად, ფასდაკლებები ამოქმედდა პრემიუმ ბრენდების Felco-სა და Pellenc-ის ინოვაციურ სასხლავ მაკრატლებზე. მაგალითად, Pellenc-ის ვენახის ელექტრო სეკატორ C35-ს 1000 ლარი დააკლდება, ხეხილის სასხლავ ელექტრო სეკატორ C45-ს კი 2000 ლარიანი შეღავათით შეიძენთ.

ფასდაკლებული პროდუქციის ჩამონათვალის სანახავად ეწვიეთ „აგროსფეროს“ ვებ-გვერდს. შეძენის შემთხვევაში კი, ისარგებლეთ მიწოდების სერვისით საქართველოს მასშტაბით. პროდუქტების შესარჩევად შეგიძლიათ მიმართოთ „აგროსფეროს“ მაღაზიებსაც, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას კვალიფიციური კონსულტანტები გაგიწევენ.

მწვანე პარასკევი „აგროსფეროში“ 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ასე რომ, არ გაუშვათ შანსი შეიძინოთ სასურველი პროდუქტები და დაზოგოთ ფინანსები.

[R]

Alubala.ge – როგორ შეგიძლიათ „დააგენერიროთ სიკეთე“ იმით, რაც უკვე გაქვთ და აღარ გჭირდებათ

24 ნოემბერს #1 ქართული ციფრული მარკეტინგული ღონისძიება – Ad Summit Tbilisi 2024 ბრუნდება