ინოვაციებით სავსე ეპოქაში აგროტექ კომპანიების მისიაა ტრადიციული სამეურნეო სამუშაოების ტრანსფორმაცია, ფერმერებისთვის მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტების შეთავაზება და ინდუსტრიის მდგრადობაზე ზრუნვა.
საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა „აგროტექნო”, რომელიც 12 წლის წინ დაარსდა და პირველივე დღიდან ქართველი ფერმერების სამუშაოს გამარტივებას ემსახურება. კომპანიამ კარგად იცის ფერმერების საჭიროებები და ისიც, თუ რომელი ბრენდებია ხარისხიანი. შესაბამისად, მომხმარებელს სრულიად სანდრო ტექნიკას სთავაზობს. ის YTO-ს ექსკლუზიური დილერია 25 ცძ. ძალიდან 100 ცძ. ძალამდე, ბრენდის, რომელიც 1955 წლიდან ლიდერობს სოფლის მეურნეობის ბაზარზე.
თუ რა საჭიროებებს უკმაყოფილებს ფერმერებს აგროტექნო, ამაზე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი – მანუჩარ ჩიტაიშვილი გვესაუბრება.
M: რა არის აგროტექნოს მთავარი მიზანი და რა გზა გაიარა მან დღევანდელობამდე? ფერმერებთან მუშაობის რა გამოცდილება გააჩნია კომპანიას?
არსებობის განმავლობაში აგროტექნომ მომხმარებლებთან ერთად განვითარების საინტერესო გზა გაიარა. დღეს საქართველოს აგრომეურნეობა გაცილებით მექანიზებულია, ვიდრე ეს იყო იმ დროს, როცა აგროტექნო პირველ ნაბიჯებს დგამდა და ჩვენც მიგვიძღვის წვლილი ამ შედეგში.
ჩვენ ერთგული ვრჩებით ჩვენი მისიის – ფერმერებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ თანამედროვე ტექნოლოგიები. კომპანიის გამოცდილება ძირითადად კონცენტრირებულია მევენახეობაზე, თუმცა ბოლო პერიოდში ვითვისებთ სოფლის მეურნეობის სხვა მიმართულებებსაც. საქართველოში კარგი ტემპით ვითარდება ხეხილის წარმოება და მომხმარებლებს საუკეთესო გადაწყვეტებს ვთავაზობთ ეფექტიანობის ზრდისთვის, ასევე, მეტი ფინანსური დანაზოგის მისაღებად.
M: როგორი იყო გასული 2024 წელი აგროტექნოსთვის, რა შედეგები გქონდათ და რამდენად კმაყოფილები ხართ?
გასული წელი აგროტექნოსთვის შთამბეჭდავი იყო. ჩვენ გავაფართოვეთ პროდუქტების ასორტიმენტი, გავაუმჯობესეთ ტექნიკური სერვისი, ასევე, მნიშვნელოვანი წელი იყო გაყიდვების მიმართულებით, რაც 2023 წელთან შედარებით 15%-თ გაიზარდა და ჯამში 20% წილი დაიკავა ბაზარზე. გასული წლის მნიშვნელოვანი წარმატება იყო გაფართოებული ექსკლუზიური დილერობის მოპოვება 100 ცხენის ძალამდე ტრაქტორებში ყველაზე მსხვილი ჩინური ტრაქტორების მწარმოებელი კომპანია YTO-საგან.
YTO ყველაზე მსხვილი მწარმოებელია, ის 70 წელიწადზე მეტია ტრაქტორებს აწარმოებს ჩინეთში, სადაც ბაზრის 50%-ზე მეტი უკავია და განთქმულია თავისი გამძლეობით, სანდოობითა და მაღალტექნოლოგიურობით. აგროტექნო YTO-თან უკვე წლებია თანამშრომლობს და მოხარული ვართ ამ მიღწევით, რომ უკვე 25 დან 100 ცხენის ძალამდე ტრაქტორების ექსკლუზიური დილერობის სტატუსი გადმოგვეცა. ახლა შეგვიძლია, YTO-ს სანდო და გამძლე ტრაქტორები უფრო ფართო არჩევანით მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებლებს.

M: რა მნიშვნელობა აქვს აგროტექნოსთვის YTO-ს ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში? და როგორ დაეხმარება ეს პარტნიორობა ადგილობრივ ფერმერებს?
YTO-ს ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენლობა აგროტექნოსთვის განსაკუთრებული ნაბიჯია, რომელიც ადგილობრივ ფერმერებს უმაღლესი ხარისხის ტექნიკასთან წვდომას სთავაზობს. ეს პარტნიორობა შესაძლებლობას გვაძლევს, პირდაპირ ფერმერების საჭიროებებზე მორგებული ტექნიკა ჩამოვიტანოთ, რაზეც მომხმარებელი მიიღებს 2-წლიან ოფიციალურ გარანტიას. ამ თანამშრომლობის შედეგად, ადგილობრივ ფერმერებს შეეძლებათ, YTO-ს ინოვაციური და ბიუჯეტური ტექნიკის გამოყენებით, გააუმჯობესონ თავიანთი მეურნეობა და მოიპოვონ მეტი წარმატება.
M: რა განსაკუთრებული შეთავაზებებით შეუძლია ისარგებლოს ფერმერს, სანამ ტექნიკას შეიძენს?
აგროტექნოს გამოცდილება უკვე კომპანიის სერვისსა და კვალიფიკაციაშია ასახული. ჩვენ ვყიდით პროდუქტებს ხარისხიანად, კარგად ვსწავლობთ მომხმარებლის საჭიროებებს, ვიძლევით პროფესიულ რჩევებს, რეკომენდაციებს და შესაბამისად ვახორციელებთ შეთავაზებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გრძელვადიანი თანამშრომლობა, მომხმარებლის წარმატება, ქართული სოფლის მეურნეობის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა, ამით გამოვირჩევით ბაზარზე, ამიტომ გვაქვს გრძელვადიანი გარანტია ჩვენს ტექნიკაზე. ასევე, გვაქვს პროდუქტების ფართო არჩევანი, ხარისხიანი ტექნიკური სერვისი, უფასო სატელეფონო კონსულტაცია, ტრენირება და ინსტრუქტაჟი. ეს გამოგვარჩევს, ჩვენი მომხმარებლები ამას გრძნობენ და ჩვენ ამით ბედნიერი ვართ.

M: შეძენის პირობებზე რას გვეტყვით, ამ მხრივ რას სთავაზობთ მომხმარებელს?
სანდოობისა და ხარისხიანი პროდუქტის გარდა მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია მოქნილი პირობები. ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტთან, რათა პროდუქტი ხელმისაწვდომი გავხადოთ ფერმერისთვის. ტრაქტორის შესაძენად კომპანიაში რამდენიმე საშუალება არსებობს: ლიზინგი, შიდა განვადება, განვადება/ სესხი, აგრო სესხი.
M: როგორია თავად მომხმარებელთა უკუკავშირი, რას ამბობენ ის ადამიანები, რომლებმაც უკვე შეიძინეს თქვენგან პროდუქტი?
მომხმარებელთა უკუკავშირი ჩვენი კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და გვიხარია, რომ აგროტექნოს პროდუქციით კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობა მუდმივად იზრდება. ჩვენთან შეძენილი ტექნიკის მფლობელები ხშირად აღნიშნავენ YTO-ს ტრაქტორების სიძლიერეს, ეკონომიურობასა და მრავალფუნქციურობას, რაც მათ საქმიანობას ამარტივებს და უფრო პროდუქტიულს ხდის. გარდა ტექნიკის ხარისხისა, მომხმარებლები კმაყოფილნი არიან ჩვენი პროფესიონალური კონსულტაციით, ოფიციალური გარანტიითა და ადგილზე სწრაფი მიწოდების მომსახურებით. ასეთი დადებითი შეფასებები მოტივაციას გვაძლევს, გავაგრძელოთ მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება და ფერმერებისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზება.
YTO ტრაქტორები უკვე დაახლოებით 10 წელია საქართველოში იყიდება, ეს ბრენდი ერთ-ერთი ყველაზე დამკვიდრებული და გატესტილი ბრენდია ქართულ აგრო მექანიზაციაში, მომხმარებელი მას ენდობა და მისით კმაყოფილია, ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი, წლების წინ გაყიდული ტრაქტორები ისევ ემსახურება ქართველი ფერმერის წარმატებას. ჩვენ ვართ ასევე ინდური აგრომექანიზაციის ბრენდის, SOLIS-ის ექსკლუზიური დილერები. სოლისის 90-ცხენისძალიანი ტრაქტორები უკვე წლებია ჩვენი ბესტსელერია, ეს არის ევროპული სტანდარტისა და ბიუჯეტური შეთავაზების სინთეზი. ხარისხისა და ფასის ის შესაბამისობა, რომელსაც აგროტექნო მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურია, ამით გამოვირჩევით ბაზარზე და ამით არის განპირობებული ჩვენი წარმატებაც. ხოლო აგრეგატების მიმართულებით ქართულ აგრომექანიზაციის ბაზარს ესპანური წარმოების ID DAVID და MANEZ LOZANO-ს მოწინავე ტექნოლოგიებს ვთავაზობთ.

M: როგორია 2025 წლის გეგმები კომპანიაში?
აგროტექნო ქართული სოფლის მეურნეობის განვითარების ფერხულშია, აგრძელებს განვითარებასა და ახალი ინოვაციური გადაწყვეტების შეთავაზებას ქართველი ფერმერებისთვის. წლევანდელი წელი გამორჩეული იქნება: ჩვენ კიდევ უფრო ვაფართოებთ პროდუქტის ასორტიმენტს, ასევე, ჩვენი წარმომადგენლობის ქსელს, ვავითარებთ მარკეტინგულ კომუნიკაციასა და ტექნიკურ სერვისს. 2025 წელს ვაპირებთ ბაზრის მინიმუმ 30%-იან ნიშნულზე გავიდეთ, გავზარდოთ მომხმარებლებისა და ჩვენი თანამშრომლების კმაყოფილება. ჩვენ გვჯერა ქართული სოფლის მეურნეობის შესაძლებლობების, ამ მიმართულებით ბევრი გამარჯვება ექნება ჩვენს ქვეყანას და აგროტექნო, თავისი ტექნიკური გადაწყვეტებით, ამაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
[R]










