in

რა ღირს ქართული მიწა და ვის ვენდოთ მისი ყიდვისას – Agso Land საბროკერო და აგრო-ანალიტიკური ფუნქციით

DCIM100MEDIADJI_0167.JPG
Startauperi
Startauperi

ღირს თუ არა მიწა იმდენი, რამდენსაც გამყიდველი აფასებს? რა კულტურების მოსაყვანად არის ხელსაყრელი კონკრეტული ნაკვეთი, ან ვის უნდა ვენდოთ, როცა მიწის ვარგისიანობაზე ვსაუბრობთ? ეს ის კითხვებია, რომელიც აგრობიზნესით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს უჩნდება და მათზე პასუხის მისაღებად უკვე 5 თვეა, რაც შესაძლებელია Agro Solutions-ის შვილობილ კომპანია Agso Land-ს მივმართოთ. კომპანიას საბროკერო და აგრო-ანალიტიკური ფუნქციით, აქვს პრეტენზია გახდეს ინდიკატორი საქართველოს მასშტაბით, სასოფლო სამეურნეო მიწების ყიდვა-გაყიდვის საკითხში. ამ ამბიციის უკან კი Agro Solutions-ის გუნდის ცოდნა დგას.

საქართველოს აქვს 50-55% აუთვისებელი მიწა, რომელიც არ მუშავდება. ბუნებრივია, ეს არის დაკარგული თანხა, დაუსაქმებელი ხალხი და ა.შ. ჩვენ გვინდა, ის ხალხი, ვისაც მიწა აქვს და არ იყენებს, ჩანაცვლდეს იმ ადამიანებით, ვისაც რეალურად უნდა ნაკვეთი, იმისთვის, რომ საქმე აკეთოს. ჩვენი დიდი მიზანია, რომ საქართველოში დაუმუშავებელი მიწების ხვედრითი წილი შევამციროთ და შესაბამისად, დადებითი გავლენა მოვახდინოთ აგრო სექტორზე“, – გვიყვება ირაკლი ჩიქავა.

5 თვიანი ფუნქციონირების განმავლობაში, „აგსო ლენდის“ ბალანსზე 530 ჰექტრამდე მიწის ტრანზაქციაა, რაც 530 ჰექტრამდე მიწის სწორი გამოყენების წინაპირობად შეგვიძლია ჩავთვალოთ. დეტალურად, „აგსო ლენდის“ შექმნის საჭიროებებსა და ფუნქციებზე მარკეტერი მის თანადამფუძნებელს – ირაკლი ჩიქავას ესაუბრა:

M: როგორ მიხვედით „აგსოლენდის“ შექმნის გადაწყვეტილებამდე და რა პრობლემას ჭრის იგი აგრობაზარზე?
Agro Solutions-ს, როგორც აგროსაკონსულტაციო კომპანიას გვაკითხავენ პირები, რომლებმაც იყიდეს მიწა კონკრეტული კულტურისთვის. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ექსპერტები აღმოაჩენენ, რომ ერთმანეთთან არათავსებადია შესყიდული მიწა და ის კულტურა, რომლისთვისაც იქნა შეძენილი ეს მიწა. ან საერთოდაც, ყიდულობენ ნაკვეთს, რომლის საბაზრო ღირებულება 5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე კლიენტს აქვს გადახდილი. ამ და სხვა მიზეზების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა „აგრო სოლუშენის“ შვილობილი კომპანია, რომელსაც ექნებოდა საბროკერო ფუნქცია და რაც მთავარია, დაფუძნებული იქნებოდა აგროსფეროს ცოდნაზე და გათვლებზე.

გამყიდველისთვის, მყიდველისთვის, ან უბრალოდ, მიწის მფლობელისთვის, ყველასთვის მნიშვნელოვანია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა კულტურებისთვისა არის ვარგისი კონკრეტული მიწის ნაკვეთი. ჩვენ ვაფასებთ ნაკვეთს და გაიცემა დოკუმენტი – დასკვნა მიწის ფართობის რისკების, პოტენციალისა და იმის შესახებ, თუ რა კულტურებისთვის, ან აგრობიზნესის რა მიმართულებისთვის არის გამოსადეგი. შედეგად, გამყიდველიც უფრო თამამად სთავაზობს თავის მიწას, ზუსტად იცის რაზე საუბრობს. ამასთან, შეიძლება მიწის ყიდვა, ან გაყიდვა არ უნდა ვინმეს, მაგრამ უბრალოდ სურს იცოდეს, რა ბიზნეს პოტენციალი გააჩნია მის მიწას. „აგსო ლენდი“ ამ პირებსაც სთავაზობს მიწის შეფასების სერვისს“.

M: როგორია Agso Land-ის მუშაობის პრინციპი/სტილი?
მომხმარებელი, ამ შემთხვევაში, ნაკვეთის გაყიდვის მსურველი, საიტზე უთითებს მისი მიწის შესახებ ინფორმაციას, რის შემდეგაც, მივდივართ ადგილზე, ლაბორატორიულად ვამოწმებთ და ვაფასებთ მიწას. შემდეგ, აგრონომების და აგრობიზნესმენეჯერების მიერ, იქმნება დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად კარგი ბიზნეს ინვესტიცია შეიძლება იყოს ამ მიწის ყიდვა და რომელი კულტურებისთვის. ასევე, გვაქვს მიწის გაყიდვის მსურველების ბაზა, სადაც შესულია ნაკვეთის შემოწმების შედეგად მიღებული ინფორმაციაც. როდესაც მყიდველი გვიკავშირდება და უნდა მიწის ნაკვეთი კონკრეტული კულტურისთვის, პირველ რიგში, ჩვენ ბაზიდან, უკვე შერჩეულ და შემოწმებულ მიწას ვთავაზობთ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მშვიდად იღებს გადაწყვეტილებას მყიდველი, რადგან იცის, რას ყიდულობს და რას უნდა ელოდოს.

M: გარდა საბროკერო და მიწის აგრო-ანალიტიკური ფუნქციებისა, საიტზე გაქვთ ბიზნეს გეგმის, აგრორუკების შედგენისა და სპეციალისტთან კონსულტაციის ობციებიც. მოგვიყევით ამ სერვისების შესახებ.. 
როცა „აგსო ლენდის“ დახმარებით შეიძენს მყიდველი მიწას, „აგრო სოლუშენთან“ აგრძელებს ურთიერთობას. რადგან, ტრანზაქცია დასრულდა თუ არა, „აგსო ლენდმა“ თავისი საქმე დაასრულა და როგორც წესი, ამ დროს ნახულობენ ჩვენს პროფესიონალიზმს, პოტენციალს და მერე უკვე თანამშრომლობა გრძელდება აგროსოლუშენთან. როგორც წესი, ადამიანს, რომელმაც მიწა იყიდა, სჭირდება შემდგომი, პროფესიონალური კონსულტაცია. იქნება ეს ბიზნესგეგმა, ბაღის გაშენების სერვისი, თუ სხვა რამ. „აგსო ლენდი“ არის ერთგვარი ხიდი აგრო სფეროთი დაინტერესებულ მეწარმესა და „აგრო სოლუშენს“, როგორც პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს შორის. 

Aquasonic – პირველი წყალქვეშა ბენდი

როგორ გავაჩუმოთ შინაგანი კრიტიკოსი? – დოდი ხარხელის #აზრები