თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული გასართობი და სავაჭრო სივრცე – „ბაზარი ორბელიანი“ აგვისტოში სტუმრებს უპრეცედენტო აქციას სთავაზობს. მთელი თვის განმავლობაში სივრცეში მდებარე ყველა ობიექტზე მოქმედებს 50%-ამდე ფასდაკლებები, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ქალაქში დარჩენილი ადამიანებისთვის.
აქციის ფარგლებში სტუმრებს შეუძლიათ, ისარგებლონ არა მარტო შეღავათიანი ფასებით, არამედ კომფორტული და სასიამოვნო გარემოთიც. ბაზარი ორბელიანის დახურულ სივრცეებში დაგხვდებათ სიგრილე, რაც ცხელ ზაფხულში ამ ტერიტორიას კიდევ უფრო მოსახერხებელსა და სასიამოვნოს ხდის.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გართობის ელემენტებს. ტერიტორიაზე განთავსებულია ობიექტები, რომლებიც გთავაზობთ როგორც ქართულ, ისე უცხოურ სამზარეულოს. ისინი სტუმრებს რჩეული კერძებით, აგრეთვე, ალკოჰოლური თუ გამაგრილებელი სასმელების ფართო არჩევანით ანებივრებენ. გარემოს კი მუსიკალურად აფორმებს სასიამოვნო ფონი – როგორც შენობაში, ისე ტერასებზე.
სივრცე ასევე გთავაზობთ ღია და დახურულ კინოთეატრებს – FOMO, სადაც მიმდინარეობს კინოკლასიკისა და გამორჩეული, ყველასთვის საყვარელი თანამედროვე ფილმების ჩვენებები.
ბაზარი ორბელიანი ბავშვების მიმართაც მეგობრულია და, რა თქმა უნდა, მათ განწყობაზეც ზრუნავს. ტერიტორიაზე მდებარეობს სათამაშოების მაღაზია და „კოკიტოს“ საბავშვო სივრცე, სადაც პატარებს სპეციალურად მათთვის ადაპტირებულ გარემოში შეუძლიათ დროის გატარება, სანამ მშობლები ბაზრის სხვა სერვისებით სარგებლობენ.

მართალია, ცხელი დღეების გაძლება თბილისში დარჩენილებს გვიჭირს, მაგრამ ბაზარი ორბელიანი აგვისტოში საუკეთესო ადგილია ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვისა და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც კომფორტთან და დროსტარებასთან ერთად, საყიდლებზე სარფიანი სიარულიც უნდა.
ფასდაკლებები მოქმედებს აგვისტოს ბოლომდე!
[R]












