in

რა არის და რას ამბობენ ნეირომეცნიერები „აჰა! მომენტებზე”?

M2
M2

პრობლემის გადაჭრის გზების ძიების დიდხნიანი პროცესის შემდეგ, უცბად გამოსავალი რომ ამოგიტივტივდებათ თავში, სწორედ ამას უწოდებენ აჰა! მომენტს. ეს კი აღგვაფრთოვანებს, მაგრამ ახლა დიუკისა და ბერლინის უნივერსიტეტების მკვლევრები გვეუბნებიან: თუ რაღაცის სწავლის დროს აჰა! მომენტი გექნებათ, ეს თითქმის ორმაგად გააუმჯობესებს თქვენს მეხსიერებას. ასეთი ძლიერი ეფექტი მეხსიერებაზე კი ძალიან ცოტა რაიმეს თუ აქვს.

კვლევა აჰა გამოცდილებას განსაზღვრავს, როგორც მომენტს, რა დროსაც გამოსავალი მოულოდნელად მოდის, სიცხადითა და ძლიერი დადებითი ემოციით. ამ დროს ტვინი გადის პროცესს, რომელსაც წარმომადგენლობით ცვლილებას უწოდებენ — ჩვენი შინაგანი წარმოდგენები სწრაფ რეორგანიზაციასა და ინტეგრაციას განიცდის, რაც ხელს უწყობს მის მეხსიერებაში ამოტივტივებასა და ე. წ. აჰა! მომენტის გაჩენას.

უფრო ზუსტად, მკვლევრებმა ამიგდალასა და ჰიპოკამპის ტვინის სტრუქტურებში გაზრდილი აქტივობა შენიშნეს, რაც უფრო დიდხანს დამახსოვრებად შეიძლება, ითარგმნოს… სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენი ტვინის ვიზუალური დამუშავების უბნები უფრო მჭიდროდ თანამშრომლობს ემოციურ და მეხსიერების ცენტრებთან, ასე კი ერთიან ქსელს ქმნის, რომელიც მეხსიერების ფორმირებას აძლიერებს.

როგორ ჩაატარეს კვლევა?

იმისათვის, რომ გაეგოთ, რა ხდებოდა ადამიანთა ტვინში ე. წ. აჰა! მომენტის დროს, მკვლევრებმა მონაწილეთა ტვინის სკანირებისთვის fMRI ტექნოლოგია გამოიყენეს იმ დროს, როცა ისინი Mooney-ის სურათების სერიების დადგენას ცდილობდნენ — ჩვეულებრივი ობიექტების გამოსახულებებია, ოღონდ შავ-თეთრ კონტრასტულ ტონებში ნაჩვენები. 

რაც უფრო დიდი იყო კონტრასტი, მით უფრო უჭირდათ მყისიერად დადგენა, შესაბამისად, მონაწილეებში აჰა! მომენტების განცდის ალბათობა იზრდებოდა. ხოლო მას შემდეგ, რაც თითოეულ ობიექტს დაადგენდნენ, მონაწილეებს სთხოვდნენ, შეეფასებინათ, რამდენად მალე შეძლეს გამოსავლის პოვნა, რამდენად პოზიტიურად იგრძნეს თავი და რამდენად დარწმუნებულნი იყვნენ თავიანთ პასუხებში. 

5 დღის შემდეგ, მონაწილეები ისევ გამოცადეს, რათა გაეგოთ, რამდენად კარგად ახსოვდათ მანამდე ამოცნობილი სურათები. მათდა გასაკვირად, აღმოაჩინეს, რომ მონაწილეებს ორჯერ უფრო მეტად დაამახსოვრდათ ის პასუხები, რომლებიც უცბად მიიღეს და არა ის, რომლებზეც უფრო მეთოდურად იმუშავეს. აქედან გამომდინარე, გვეუბნებიან, რომ აჰა! მომენტები ჩვეულებრივზე უფრო მეტად გვამახსოვრდება… შესაბამისად, ამ გზით სწავლა იმაზე უფრო ეფექტური შეიძლება იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში, ვიდრე ტრადიციული ტექნიკები.

რატომ არის ეს კვლევა მნიშვნელოვანი?

კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ მიღებულმა დასკვნებმა, შესაძლოა, შეცვალოს მიდგომები საგანმანათლებლო სექტორში. მათი აზრით, სწავლის პროცესი უფრო შედეგიანი ხდება მაშინ, როცა აღმოჩენებსა და გააზრებას ეხება და არა, უბრალოდ ფაქტების დამახსოვრებას. შესაბამისად, იმის ნაცვლად, რომ ფრაზების მრავალჯერ გამეორებით დაზეპირება დაიწყოთ, მისი გააზრება უნდა სცადოთ, კავშირები იპოვოთ და ნახოთ, როგორ ერგება ახალი ცოდნა იმას, რაც უკვე იცით. ამ დროს იბადება აჰა! მომენტიდა ინფორმაციებიც უკეთ გვამახსოვრდება…

როგორ შეცვლის „ჭკვიანი გამოცდილება“ ჩვენს ონლაინ ჩართულობას სამომავლოდ

მადლობის ნიშნად Coca-Cola-მ უბნის მაღაზიებს გაცვეთილი ტენტები შეუცვალა — Shades of Red