in

ხელოვნურმა ინტელექტმა 6 საათში 40 000 ახალი ქიმიური იარაღი შექმნა

თანამედროვე საზოგადოებაში ხელოვნური ინტელექტი (AI), ძირითადად, სასიკეთოდ გამოიყენება. თუმცა ყველას გვაწუხებს ხოლმე კითხვა — რა მოხდება, თუ ის ბოროტი მიზნებისკენ მიიმართება?

სწორედ ამ შეკითხვას სვამენ Collaborations Pharmaceuticals-ის მკვლევრები, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით წამლების აღმოსაჩენ ექსპერიმენტებს ატარებდნენ. კითხვაზე პასუხის მისაღებად, მათ AI-ს ალგორითმი ქიმიური იარაღის მოსაძებნად დააპროგრამეს. ამ უკანასკნელმა კი წარმატებით გაართვა დავალებას თავი — კერძოდ, ალგორითმმა სულ რაღაც 6 საათის განმავლობაში ქიმიური იარაღის 40 000 ახალი ვარიანტი აღმოაჩინა. 

„ეს აზრი აქამდე არასდროს მოგვსვლია თავში. ბუნდოვანი ცოდნა გვქონდა უსაფრთხოების საკითხებზე, რომლებიც პათოგენებთან ან ტოქსიკურ ქიმიკატებთან მუშაობასთან მუშაობასთან არის დაკავშირებული. ძირითადად ვირტუალურ გარემოში ვმუშაობთ. ჩვენი ნამუშევარი მანქანათმცოდნეობის მოდელების შექმნას ემყარება, რათა უკეთ შევძლოთ ახალი მოლეკულების განვითარებას წამლების აღმოჩენა“, — წერენ მკვლევრები.

როგორც თავად მკვლევრები აღნიშნავენ, ისინი უკვე ათწლეულებია, ადამიანების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე მუშაობენ და არა მის დაზიანებაზე. მათი მიზანი ყოველთვის ისეთი მოლეკულური თავისებურებების არიდება იყო, რომლებსაც ადამიანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ცილებზე საზიანო ზემოქმედების პოტენციალი აქვს. შესაბამისად, არც არასდროს უფიქრიათ ალგორითმის პოტენციურად ნეგატიურ გამოყენებაზე.

საგულისხმოა, რომ Collaborations Pharmaceuticals-ს მომწამვლელობის წინასწარ განსაზღვრისათვის განკუთვნილი მანქანური დასწავლის მოდელები უკვე ჰქონდა გამოქვეყნებული, მკვლევრებს კი საზიანო მოლეკულათა მოსაძებნად მხოლოდ მეთოდოლოგიის ადაპტირება დასჭირდათ.

ექსპერიმენტი აშკარა მაგალითია იმისა, თუ რატომ უნდა ვიზრუნოთ ხელოვნური ინტელექტის ფრთხილ ევოლუციაზე, რათა დადებითი კუთხით განვითარდეს და არა, პირიქით.

FAS Group – თქვენი დამხმარე საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობაში

„33 ასო უკრაინისთვის“! – გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ ჩაერთოთ Instagram გამოწვევაში