in

კრეატორებმა ინოვაციური AI ნიღაბი შექმნეს!

პანდემიამ ნიღბები კი ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ აქსესუარად აქცია, მაგრამ ისიც მივხვდით, რომ იდეალური არ არის. შესაძლოა, ბაქტერიებს არ უშვებდეს, მაგრამ ჰაერის შესაბამის ნაკადსაც ვერ გვაწვდის, ხანდახან ხმებიც კი არ ისმის კარგად. თუმცა ახლა ამ გამოწვევების დაძლევას ინოვაციური AI Air Mask გვპირდება, რომელიც არამარტო ფილტრავს ჰაერს, არამედ შესაბამის ჰაერის ნაკადს უზრუნველყოფს, რომლითაც სუნთქვაც მარტივია და არც კომუნიკაცია ხდება პრობლემა. როგორც ამბობენ, ჯანმრთელობის მონიტორინგსაც შემოგვთავაზებს და ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჯანდაცვის ტექნოლოგიებში.

AI Air Mask უკვე არსებული ATMOBLUE Mask-ის ევოლუციას წარმოადგენს, რომელსაც, თავის მხრივ, მავნე ნაწილაკების 99.97%-ის დაბლოკვა შეეძლო. AI ნიღაბი ნახევრად გამჭვირვალე სილიკონის მასალისგანაა დამზადებული, ფილტრაციის სისტემა აქვს, რომელიც გრძნობს გარემო ცვლილებებს და რეალურ დროში ავტომატურად ესადაგება მას. 

უფრო მეტიც, თუ ნიღბის ტარებისას სხვისთვის ხმის მიწვდენა გამოწვევა იყო, ახლა AI Air Mask ინტეგრირებულ მიკროფონსა და Bluetooth კავშირს გთავაზობთ. ხმის ამოცნობის სისტემაც აქვს და სხვა AI შესაძლებლობებიც, რითაც კომუნიკაციის ბარიერებს მარტივად უმკლავდება. ჯანმრთელობის მონიტორინგსაც გთავაზობთო, ზემოთ რომ გითხარით, ეს უკვე ტემპერატურის, ხველის სიხშირისა და სასუნთქი გზების მუშაობას აკვირდება და არამარტო გაფრთხილებთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, არამედ პოტენციურ ინფექციებზეც გაწვდით ინფორმაციას. 

თუმცა კონცეფცია არ გეგონოთ, წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია.

მეცნიერებმა მარილითა და წყლით სინაფსის სიმულაცია მოახერხეს

სამყარო ჭკვიანი სათვალის პრიზმაში