in

AI-მ ალცჰაიმერის პროგნოზი 7 წლით ადრე გააკეთა! — კვლევა

მართალია, ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო გზას ჯერ ვერ მიაგნეს, მაგრამ კარგად იციან, რომ მისი დროულად აღმოჩენა პრევენციული ზომების მიღებაში დაგვეხმარება… ახლა კი მეცნიერები ამბობენ, რომ ახალ ხელოვნური ინტელექტის მოდელებს ამის უნარი აქვს, რომ AI ინდივიდებს წლებით ადრე აცნობებს ალცჰაიმერის განვითარების ალბათობაზე.

M2
M2

და როგორ მოხდება ეს? ამისთვის კალიფორნიის, სან-ფრანცისკოსა და სტენფორდის უნივერსიტეტის გუნდმა მანქანური სწავლების მეთოდები 5 მილიონზე მეტი ჯანმრთელობის ჩანაწერისთვის გამოიყენეს, გაწვრთნეს AI ისე, რომ დაეფიქსირებინა ნიმუშები, რომლებიც ალცჰაიმერს სხვა მდგომარეობებს უკავშირებდა. მართალია, მიღებული სისტემა სრულყოფილი არ არის, მაგრამ როცა იგი გამოსცადეს ადამიანებში, რომლებსაც ალცჰაიმერი მოგვიანებით განუვითარდათ, AI-მ 72%-იანი სიზუსტით გააკეთა პროგნოზი. ზოგიერთ შემთხვევაში კი ეს დაავადების გამოვლენამდე 7 წლით ადრე მოხდა. 

თავად AI სისტემის პროგნოზირების ძალა თავისივე უნარიდან მოდის, გააერთიანოს განსხვავებული რისკის ტიპების ანალიზი, რათა ალცჰაიმერის განვითარების შესაძლო ალბათობა გამოიანგარიშოს. ამ მიგნებებმა კი, შესაძლოა, უფრო მეტი გვითხრას დაავადების გამომწვევ მიზეზებზე, ასევე იმაზე, თუ რამდენად მოწყვლადი ვართ ალცჰაიმერის მიმართ. 

ეს AI-ის გამოყენების პირველი ნაბიჯია რუტინულ კლინიკურ მონაცემებში, არამხოლოდ იმისათვის, რომ რისკები რაც შეიძლება მალე დაადგინოს, არამედ იმისათვის, რომ მის მიღმა არსებული ბიოლოგიის უკეთ გააზრებაშიც დაგვეხმაროს, — აცხადებს ბიოინჟინერი ალისა ტანგი. 

მოდელმა რამდენიმე ისეთი მდგომარეობაც დაადგინა, რომლებიც ალცჰაიმერის რისკების გამოსათვლელად შეგვიძლია, გამოვიყენოთ, ეს მოიცავს მაღალ არტერიულ წნევას, მაღალ ქოლესტერინს, ვიტამინი D-ს დეფიციტსა და დეპრესიას. მამაკაცებში მნიშვნელოვან ფაქტორებს ერექციული დისფუნქცია და გადიდებული პროსტატაც წარმოადგენდა, როცა ქალებში საყურადღებო ოსტეოპოროზი იყო.

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს დემენცია განუვითარდებათ, უბრალოდ AI ანალიზი თითოეულის წონას აფასებს, რათა მეტად ზუსტი პროგნოზები შემოგვთავაზოს. უკვე იმედოვნებენ კიდეც, რომ მსგავსი მანქანური სწავლების მიდგომით მომავალში სხვა მძიმე დაავადებების ადრეული რისკ-ფაქტორების დადგენა შესაძლებელი გახდება…

ეს დაავადებების კომბინაციაა, რომელიც ჩვენს მოდელს ალცჰაიმერის პროგნოზირების საშუალებას აძლევს. ჩვენი მიგნება, რომ ოსტეოპოროზი ერთ-ერთ ფაქტორად შეგვიძლია გამოვიყენოთ ქალებში ალცჰაიმერის პროგნოზირებისთვის, ძვლის ჯანმრთელობასა და დემენციის რისკებს შორის არსებულ ბიოლოგიურ კავშირზე მიგვანიშნებს, — განმარტავენ მკვლევრები. 

ამასთან, როგორც დადგინდა, ოსტეოპოროზი, ალცჰაიმერი ქალებში და MS4A6A-ის გენის ვარიაცია მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს, რაც დაავადების განვითარების კვლევისთვის ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს — ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეგვიძლია ვისარგებლოთ პაციენტების მონაცემებით მანქანურ სწავლებასთან ერთად, რათა წინასწარ განვსაზღვროთ, უფრო მეტად, რომელ პირებს აქვთ ალცჰაიმერის განვითარების ალბათობა და ამასთან, გავიგოთ მიზეზებიც, თუ რატომ ხდება ასე.

CHATGPT მოერევა თუ ქოფირაითერი? ორივეს პასუხი სტატიაშია

BTU „iOS LAB“ Apple-ის ავტორიზებული სასწავლო ცენტრი გახდა