in

AI ალგორითმი პოლიტიკური გადატრიალების პროგნოზირებას შეძლებს

იდეის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოთქვამს საზოგადოება

მონაცემთა მეცნიერებმა, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადევნებენ თვალყურს პოლიტიკურ ძალადობას, თავიანთი ძალისხმევა აჯანყების პროგნოზირებისკენ მიმართეს. იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2021 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ.

ცხადია, ამ ტიპის პროგნოზირებადი მოდელირების უკან უკვე დიდი ხანია, მანქანური სწავლება დგას. თუმცა ხშირად ისეთ ქვეყნებზეა ფოკუსირებული, როგორიცაა უკრაინა ან თურქეთი, სადაც გადატრიალების მცდელობები და ზოგადი პოლიტიკური არეულობა უფრო ხშირია. მსგავსი სიმულაცია ეყრდნობა იდეას, რომ გამაფრთხილებელი ნიშნები თავისთავად გამოჩნდება და თუ ხელოვნური ინტელექტის (AI) ალგორითმები მათ ამოცნობას ისწავლის, თავიდან ავიცილებთ დემონსტრაციულ არეულობებს.

როგორც ჩანს, აშშ-ის მთავრობამ ამ ტიპის ხელოვნური ინტელექტის სარგებლიანობის გამოყენება უკვე დაიწყო… ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ პენტაგონი, CIA და სახელმწიფო დეპარტამენტი უკვე იყენებენ AI-ს, პოლიტიკური რყევების პროგნოზირებისთვის. თუმცა მსგავსი მექანიზმი არ დანერგილა საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტსა და FBI-ში.

ბუნებრივია, ნებისმიერი პოლიტიკური მეთვალყურეობა ეთიკურ საკითხებს წამოჭრის. ჯონათან ბელიში, CoupCast One Earth Future-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოთქვამს ამგვარი სისტემის მიმართ — მისი თქმით, შესაძლოა, ასეთი ხელსაწყოები მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობადაც გამოიყენონ. ამას ემატება ისიც, რომ კომპიუტერები ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ადამიანის ქცევის საიმედო პროგნოზირებას.

წინასწარმეტყველური ხელოვნური ინტელექტი აშკარად ყურადღების ცენტრშია… თუმცა მონაცემთა მეცნიერებმა ობიექტურად უნდა განსაჯონ, რეალურად, რა შეუძლია მათ სისტემებს.

კიოტოს უნივერსიტეტი სირაქლემის უჯრედებისგან ნიღაბს ქმნის, რომელიც კორონავირუსის გამოვლენისას ანათებს

5 განსხვავებული აქტივი, რომელიც 2021 წელს თიბისი ლიზინგმა დააფინანსა