მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი ის არის, რომ სხვადასხვა კულტურას, ადგილობრივ არქიტექტურას, წეს-ჩვეულებებსა და განსხვავებულ რეალობას ვეცნობით. თუმცა რა მოხდება, ის სახასიათო დეტალები, რომლებითაც ამა თუ იმ ქვეყნის შენობებს ვიმახსოვრებთ, ერთმანეთში რომ აირიოს?
ასეთი ალტერნატიული ვიზუალური რეალობის შექმნა ახლა იმაზე ადვილია, ვიდრე ოდესმე. ტექსტის გამოსახულებად გარდამქმნელი ხელსაწყო Midjourney-ის გამოყენებით, ზოგიერთი შენობა სხვა ეპოქის თუ არქიტექტორის ნაწილად აქციეს. მაგალითად, „ბიგ ბენი“, გოტიკური აღორძინების პერიოდის გამორჩეული ნიმუში, ინდუსტრიული სტილის ნაგებობად იქცა. ამავდროულად, ნეოკლასიკური „თეთრი სახლი“ ვიქტორიანული შთაგონებით გარდაიქმნა, ძველი საბერძნეთის პართენონი კი ბაუჰაუსის ეპოქაში მოხვდა.














