თუ Microsoft-ს დავუჯერებთ, მის ერთ-ერთ უახლეს AI მოდელს ჰაერის ხარისხის, ქარიშხლების, ტაიფუნებისა და სხვა ამინდთან დაკავშირებული მოვლენების ზუსტი პროგნოზირება შეუძლია. მეტიც, ამბობენ, რომ ატმოსფერული მოვლენების პროგნოზირებას იმაზე უფრო ზუსტად და სწრაფად ახერხებს, ვიდრე ტრადიციული მეტეოროლოგიური საზომები…
აღსანიშნავია, რომ Auroraთანამგზავრებიდან, რადარებიდან. მეტეოროლოგიური სადგურებიდან, სიმულაციებიდან და პროგნოზებიდან მილიონ საათზე მეტ მონაცემებზეა გაწვრთნილი. ამიტომაც, შესაძლოა, ზემოთ აღნიშნული სიმართლესაც შეესაბამებოდეს.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ AI ამინდის მოდელები სიახლე სულაც არ გახლავთ. ბოლო წლებში Goole DeepMind-მა შემოგვთავაზა WeatherNext, რომელზეც ამტკიცებენ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სისტემებს უწევს კონკურენციას. თუმცა Microsoft-იც იმავეს ამბობს და Aurora-ს ერთ-ერთ ტოპ ვარიანტად გვაცნობს.
საინტერესოა, რომ ექსპერიმენტების დროს Aurora-მ ფილიპინებში ტაიფუნი „დოქსურის“ დადგომა 4 დღით ადრე იწინასწარმეტყველა, რითაც ზოგიერთი ექსპერტის პროგნოზსაც კი აჯობა. ამ ექსპერტების ბედი გაიზიარა National Hurricane Center-მაც 2022-2023 წლების სეზონისთვის 5-დღიანი ტროპიკული ციკლონების პროგნოზირებისას. ამასთან, Aurora-მ ასევე წარმატებით შემოგვთავაზა 2022 წლის ერაყის ქვიშის ქარიშხლის პროგნოზი.
მართალია, AI მოდელი ტრენინგისთვის მნიშვნელოვან გამოთვლით ინფრასტრუქტურას საჭიროებდა, მაგრამ Microsoft-ის თქმით, მოდელის მუშაობა ძალიან ეფექტურია — პროგნოზებს წამებში გვთავაზობს, როცა ტრადიციულ სისტემებს სუპერკომპიუტერული აპარატების გამოყენებით ამისთვის საათები სჭირდება.
Microsoft-ის თქმით, Aurora-ს თავის MSN Weather აპლიკაციაში შემოგვთავაზებს მოდელის სპეციალიზებული ვერსიის მეშვეობით, რომელიც საათობრივ პროგნოზებს მოგვაწვდის…