in

AI-ის დახმარებით The Beatles-მა გრემი მოიგო!

M2

რამდენიმე თვის წინ გავიგეთ, რომ The Beatles გრემის ორ ნომინაციაზე იყო წარდგენილი, ახლა კი შესანიშნავი ამბავი გვაქვს: AI-ის დახმარებით Beatles-მა გრემი მოიგო — Now and Then-ის სიმღერამ Best Rock Performance-ის ნომინაციაში გაიმარჯვა:

თუმცა არ გეგონოთ, რომ პოლ მაკარტნიმ ხელოვნური ინტელექტი ლენონის ჩეტბოტის მსგავსი ვერსიის შესაქმნელად გამოიყენა. უბრალოდ ხმაურის შემცირების ტექნოლოგიას მიმართა, რათა ათწლეულების წინანდელი დაბალი ხარისხის პიანოს დემო ვერსია გაესუფთავებინა. ეს ტექნოლოგია იმას ჰგავს, რასაც ვიდეოზარების პროვაიდერები Zoom, FaceTime და Google Meet იყენებს არასასურველი ხმაურის წასაშლელად და მომხმარებლებისთვის მკაფიო ხმის შესათავაზებლად. 

Beatles-მა პირველად ლენონის დემოს გაუმჯობესება 90-იან წლებში სცადა, მაგრამ მაშინ საჭირო ტექნოლოგია არ იყო ხელმისაწვდომი, ამიტომაც მიზანს ვერ მიაღწიეს. 2022 წელს კი გაიგეს, თუ როგორ იყენებდნენ ბიტლზის საარქივო დოკუმენტური ფილმის Get Back-ის რეჟისორები ახალ ტექნიკას, რათა ცუდად ჩაწერილი დემოები ისე შეეცვალათ, რომ მომხმარებლისთვის მოსმენის უკეთესი გამოცდილება შეეთავაზებინათ. სწორედ ამის შემდეგ მიაკითხეს Now and Then-ს, შედეგს კი თავად ხედავთ.

გრემის მფლობელ სიმღერას აქვე შეგიძლიათ, მოუსმინოთ:

როგორ მოქმედებენ შთამაგონებელი ლიდერები, რაც დიდ გავლენას ახდენს სხვებზე?

როგორ დავიცვათ კიბერუსაფრთხოება ჩვენს კომპანიაში