გერმანიაში ინოვაციური ტექნოლოგიის ტესტირება დაიწყეს — საქმე ეხება საცურაო აუზზე AI ტექნოლოგიის დანერგვას, რაც უსაფრთხოებისა სიცოცხლის გადარჩენის დონეს გაზრდის. უფრო კონკრეტულად, ისრაელში დაფუძნებული სტარტაპის მიერ შემუშავებულ სისტემას იყენებენ, რომელიც ჭერზე დამაგრებული ოთხი კამერისგან შედგება — თითოეული მათგანი ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს იყენებს წყლის მონიტორინგისა და მოძრაობის გასაანალიზებლად.
არარეგულარული შაბლონების გამოვლენისას, აუზის პერსონალს დაუყოვნებლივ აფრთხილებს სმარტ საათების, სიგნალების და ვიბრაციის ან წითელი წერტილის გამოყენებით — მაშველი ამის საფუძველზე ხვდება, სად ფიქსირდება საგანგებო მდგომარეობა.
აღნიშნული AI სისტემის შექმნის პროცესში მას ტიპური ცურვის მოქმედებები და რეალური საგანგებო სიტუაციების ერთმანეთისგან გარჩევა ასწავლეს. ამგვარ ალგორითმებზე დაყრდნობით, ტექნოლოგია სწავლობს, როდის იხრჩობა ადამიანი და როდის აკეთებს უბრალო სალტოს. ყოველი გაფრთხილების შემდეგ, უკუკავშირი მანქანური სწავლების მოდელებს გადაეცემა, სწავლისა და სიზუსტის გასაუმჯობესებლად.
რაც შეეხება მონაცემთა დაცვას, კამერებს მხოლოდ მოცურავეთა სილუეტების ამოცნობა შეუძლია, ნაცვლად ცალკეული სახეებისა.