15
Aug
2019

გამოიცანით სარეკლამო ტექსტებიდან, რომელი დაწერა AI ბოტმა?

15 Aug 2019

ეს ხელოვნური ინტელექტის მქონე ბოტი ისეთ დამაჯერებელ სარეკლამო ტექსტებს წერს, კომერციულმა ბანკმა JPMorgan Chase “სამსახურში აიყვანა” მარკეტინგული ტექსტის დასაწერად. საცდელ შემოწმებაზე, კომპანიამ მიიღო ორი ტექსტი – ერთი დაწერა ბოტმა, მეორე – ადამიანმა. შეგიძლიათ გამოიცნოთ, რომელია ბოტის დაწერილი?

* Access cash from the equity in your home. Take a look (იქონიეთ თქვენი კაპიტალის ნაღდ ფულზე წვდომა, სახლიდან გაუსვლელად. იხილეთ მეტი.)

* It’s true–You can unlock cash from the equity in your home. Click to apply (ეს მართალია – შეგიძლიათ გაანაღდო თანხა თქვენი კაპიტალიდან, სახლშივე. დააკლიკე მოსათხოვნად).

კომპანიის მომხმარებლებთან ორივე რეკლამა გამოიყენეს. Wall Street Journal-ის ცნობით, მეორე ტექსტმა პირველზე ორჯერ მეტი აპლიკანტი მიიზიდა, ვიდრე პირველმა. ტექსტი Persado-ს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით იყო შექმნილი. სწორედ ამიტომ, JPMorgan Chase-მა კომპანიასთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. Persado პროგრამულ უზრუნველყოფას ქმნის და მარკეტინგული ენის გენერირებისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. როგორც Persado აცხადებს, Chase-მა, ამ თანამშრომლობის შედეგად, სარეკლამო კლიკები 450%-ით გაზარდა. სწორედ ამიტომ, Chase ამ მიდგომას გამოიყენებს ელექტრონული პრომოუშენისას და ონლაინ რეკლამაში. Persado-ს ინსტრუმენტი იწყება ხელნაწერი ტექსტის ექვსი კრიტერიუმით ანალიზით: თხრობა, ემოცია, აღწერა, მოქმედებისკენ მოწოდება, ფორმატი და ლექსიკა. შემდეგ კი, ამ ელემენტების ათასობით კომბინაციით ქმნის ახალ ტექსტს.

განხილვა