“რამდენად ცუდია თქვენი სფოთიფაი (Spotify)?” – ამას უკვე ახალი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული – AI ბოტი განსჯის, რომელიც ახლახან ჩაუშვა მოხმარებაში Pudding-მა.
რა თქმა უნდა, “გემოვნების განმსჯელი” ბოტის უკან კვლავ ადამიანები დგაგან – მეტ დენიელსი და მაიკ ლაქერი. სწორედ მათ “გაწვრთნეს” ახალი AI ბოტი.
მომხმარებლებმა უკვე მიიღეს ბოტისგან სახალისო პასუხები, რომელთა მიხედვითაც მათი გემოვნება არც თუ ისე სახარბიელოა…
თუმცა, როგორც ჩანს, ადამიანთა უმეტესობის გემოვნება მოსაწონი აღმოჩნდა ბოტისთვის და შესაბამისი შექებაც დაიმსახურეს: “შენი სფოთიფაი ძალიან კარგია!”