in

AI-ბუმი Apple-საც აზარალებს – ტექნიკის წარმოება ძვირდება

გენერაციული AI-ს სწრაფმა განვითარებამ მეხსიერების ჩიპებზე (RAM) მოთხოვნა რეკორდულად გაზარდა, რის გამოც Apple და ტექნიკის სხვა მსხვილი მწარმოებლები მზარდი დეფიციტისა და ფასების მკვეთრი ზრდის წინაშე აღმოჩნდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ Apple-მა ბოლო კვარტალი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად შეაფასა – iPhone-ის გაყიდვები წინა წელთან შედარებით 22%-ით, ხოლო Mac-ის გაყიდვები 29%-ით გაიზარდა, კომპანია აღიარებს, რომ მეხსიერების კომპონენტების მიწოდება სულ უფრო რთულდება.

ყველაზე დიდი პრობლემა თანამედროვე მეხსიერების ჩიპებია, რომლებიც Apple Silicon-ის პროცესორებში გამოიყენება. სწორედ ეს ჩიპები ამუშავებს iPhone-ებისა და Mac-ების A-Series და M-Series პროცესორებს, ხოლო AI-ზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე მათი წარმოების სიმძლავრე უკვე აღარ არის საკმარისი.

Apple-ის შეფასებით, მიწოდების ჯაჭვი იმდენად შეზღუდულია, რომ უახლოეს პერიოდში კომპონენტების დეფიციტი კიდევ უფრო გაღრმავდება. სავარაუდო შეფერხებებისთვის მზადების ნიშნად Apple-მა საწყობებში არსებული მარაგიც მნიშვნელოვნად გაზარდა. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა Apple-ისთვის. კომპონენტების გაძვირებამ Apple უკვე აიძულა, გასულ თვეში Mac-ებისა და iPad-ების ფასები გაეზარდა. ანალოგიური ნაბიჯი ბოლო პერიოდში Meta-მ, Samsung-მა, Microsoft-მა და Sony-მაც გადადგეს.

ეს გამოცდილება აჩვენებს, რომ მეხსიერების დეფიციტი მხოლოდ Apple-ის პრობლემა არ არის. AI-ს ბუმის ფონზე მსგავსი გამოწვევების წინაშე თითქმის ყველა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანია დგას.

„ყველაზე დიდი ქომაგი“ – საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს

Cross Georgia 2026 – Reloaded – 3 დღე, ახალი მარშრუტები და გამოცდა ექსტრიმის მოყვარულთათვის