in

აი, როგორ იყენებს Coca-Cola ხელოვნურ ინტელექტს ახალი კამპანიისთვის

Coca-Cola ხელოვნური ინტელექტის ირგვლივ წარმოქმნილ აჟიოტაჟს აჰყვა და მომხმარებლებს მოუწოდებს, AI ინსტრუმენტები გამოიყენონ, რათა ბრენდის ცნობილი ფოტოები კრეატიულად გარდაქმნან.

მართალია, ახლად შექმნილი ვებგვერდი საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ მსოფლიოს 17 ქვეყანაში მომხმარებლები შესაბამის ინსტრუქციებსა და იდეებს მიიღებენ — მაგალითად, რობოტები კოკა-კოლას ბოთლებით ხელში. ამისათვის კი OpenAI-ის DALL-E და GPT სისტემების უახლეს ვერსიებს გამოიყენებენ.

„მოუთმენლად ველით სხვადასხვა ხედვით შემუშავებულ ნამუშევრებს. ეს ჩვენთვის პირველი ექსპერიმენტია, რომლის ფარგლებშიც ვიხილავთ, როგორ ირღვევა საზღვრები ტექნოლოგიების მეშვეობით“, — ამბობს მანოლო აროი, გლობალური მარკეტინგის ხელმძღვანელი.

მას შემდეგ, რაც მომხმარებლები ფოტოებს გარდაქმნიან, შეძლებენ, თავიანთი ნამუშევრები კონკურსზეც გაიტანონ — საუკეთესო ვერსიები კი New York Times-ში დაიბეჭდება და ბილბორდებზეც განთავსდება. ამასთანავე, 30 კრეატორი Real Magic Creative Academy-ის კურსს გაივლის ზაფხულის განმავლობაში და ბრენდის დიზაინერებსაც შეხვდებიან.

როგორც Coca-Cola-ში აცხადებენ, ხელოვნური ინტელექტის მარკეტინგულ კამპანიებში გამოყენება საინტერესო გადაწყვეტას წარმოადგენს. წარმომადგენლების თქმით, AI კომპანიას ეხმარება, სტატისტიკურად გააანალიზოს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ტექსტისა და გამოსახულების გადანაწილება.

mIRC ანუ როგორ ვესაუბრებოდით ერთმანეთს ინტერნეტით 90-იანებში?

IKEA-მ დრონები დაასაქმა, რათა მაღაზიაში არსებული მარაგები შეამოწმოს