ხელოვნური ინტელექტის (AI) საშუალებით, ბრაზილიელმა არტ-დირექტორმა კარლოს პაბუჯიანმა, სამოსის ციფრული კოლექცია შექმნა ჯიმი ჰენდრიქსის, The Godfather-ის, Amelie Poulain-ის, ელა ფიცჯერალდის სტილში. ჩვენ უკვე გაგიზიარეთ ფრიდა კალოსადმი მიძღვნილი მისეული კოლექცია, ილუსტრაციების სახით. ამჯერად, ახალ ფერთა განსხვავებულ პალიტრას, ხასიათსა და დიზაინს გაჩვენებთ. ეს მისტიკური კონცეპტ-კოლექცია კარლოსმა საკუთარი შემოქმედებითი ექსპერიმენტის ფარგლებში შექმნა. ნახეთ, შეაფასეთ და ისიამოვნეთ „სქროლვით“.
AI-ით შექმნილი ციფრული კოლექცია, ვეს ანდერსონის, Amelie-სა და სხვების სტილში
