in

AI კონტენტის პირველი წესი: არავის უთხრა, რომ კონტენტის შესაქმნელად AI-ს იყენებ

მომხმარებლებს ის უფრო აინტერესებთ, თუ ვინ შექმნა კონტენტი, ვიდრე ის, თუ როგორ შეიქმნა. ქცევის შემსწავლელმა მეცნიერმა დენ არიელმა LinkedIn-ზე ექსპერიმენტი ჩაატარა. იდეა მარტივი იყო. მონაწილეები იღებდნენ ტექსტს და უნდა გამოეცნოთ, დენმა დაწერა თუ AI-მ. რამ გამოიწვია ასეთი იდეა – ნუთუ, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კონტენტი ადამიანის ნამუშევართან ისე ახლოს მივიდა, რომ ვერ ვანსხვავებთ? რა უფრო მნიშვნელოვანია – ვინ წერს კონტენტს თუ როგორ წერს ის მას?

დაივიწყეთ რობოკოპი, ამჯერად, გრამატიკულ „კოპზე“ უნდა გესაუბროთ.

2023 წლის მარტში, გრამატიკის შემსწორებელმა რობოტმა Grammarly-მ გამოუშვა AI და მას Grammarly Go უწოდა. პროდუქტი 30 მილიონ მომხმარებელს გაუზიარა. Grammarly არაერთხელ დახმარებია მის მომხმარებლებს. ის კარგი ასისტენტიცაა, მეგობარიც და ზოგჯერ, გადამრჩენელიც. თუმცა, როდესაც მომხმარებლებისთვის უკვე არსებული საყვარელი პროდუქტის პარალელურად, Grammarly Go გამოჩნდა, მომხმარებლების კომფორტი დაირღვა. თითქოს, აპლიკაციასთან ჩამოყალიბებულ „პირად ურთიერთობაში“ მესამე პირი გამოჩნდა. თუმცა, მალე, AI ღილაკზე დაწკაპუნება ჩვევად იქცა და ხელოვნური ინტელექტი ახალი იდეების გენერირებაში ჩაერთო.

მომხმარებლებისთვის რამდენიმე ახალ წესთან შეჩვევა გახდა საჭირო. მათთვის, ვინც წლებია ხელოვნურ ინტელექტს იყენებს კონტენტის შესაქმნელად, ნაცნობია, რამდენად დაუხვეწავი იყო AI ხელსაწყოები, ჯერ კიდევ, ორი წლის წინ. დღეს კი, AI კონტენტი არის ყველგან და უამრავ ფორმატში. Jasper, Writer Zen, Bard, Grammarly, Chat GPT – ინტერნეტში ასობით AI ხელსაწყო მოიპოვება. თანაც, ეს ხელსაწყოები ყველგანაა. მხოლოდ Chat GPT-ს, დაახლოებით, 100 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. ხშირად, ადამიანები თავს არიდებენ იმის აღნიშვნას, რომ კონტენტის შესაქმნელად, ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ. რატომ ხდება ასე? რატომ არიდებენ ამ აღიარებას თავს? სწორედ ესაა ხელოვნური ინტელექტის კონტენტის გამოყენების პირველი წესი – არ ისაუბროთ ამ ფაქტზე.

მაგრამ რატომაც არა?

Google-მა საჯაროდ განაცხადა, რომ AI-ით დაწერილი კონტენტი კარგია SEO მიზნებისა და საძიებო სისტემებისთვის. ამ განაცხადმა პრობლემა შეუქმნა SEO და კონტენტ სააგენტოებს, ასევე, დაიწყო კონტენტის მწერლების აქტიური გათავისუფლება.

როცა შიგთავსი კარგია, ადამიანებს არ აინტერესებთ, როგორ შეიქმნა ის, არამედ – ვინ შექმნა. აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ SEO კონტენტი ერთ-ერთი პირველია, რასაც AI-მ დარტყმა მიაყენა.

SEO კონტენტი იწერება AI-ს ან SEO ინდუსტრიის სპეციალისტის მიერ. როდესაც კონკრეტული პრობლემის გადაჭრის გზას ეძებთ, თქვენ არ გჭირდებათ შთაგონება, არამედ კონკრეტული რჩევები და ნაბიჯები. ასეთ დროს, AI-ს გამოყენება ნორმალურია, მაგრამ რა ხდება, დანარჩენი ტიპის კონტენტის შემთხვევაში?

ფიქრი, წერის საშუალებით

ადამიანები ხშირად, წერის დროს ფიქრობენ. თუნდაც, ამ სტატიის წერისას, შეგვეძლო დახმარება AI გენერატორისთვის გვეთხოვა, მაგრამ ეს მთელ ხიბლს წაართმევდა პროცესს და სიღრმეებში ჩასვლაში შეგვიშლიდა ხელს. თუმცა, შეგვიძლია AI მართლწერის გასამართად გამოვიყენოთ, რათა კონტენტი უფრო გემრიელად საკითხავი იყოს.

AI-ს გამოყენება კომფორტულია უფრო ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად, თუმცა უნდა ვუთხრათ ამის შესახებ ჩვენი კონტენტის მკითხველებს? იქნებ, სჯობს, თავი შევიკავოთ და არ ვაცნობოთ, რა დოზით დაგვეხმარა ხელოვნური ინტელექტი.

AI ეპოქაში, რა უფრო გაინტერესებთ თქვენ – ვინ გესაუბრებათ ბრენდის მიღმა, თუ როგორ შეძლო ასე საუბარი? როცა საქმე ბრენდების მარკეტინგს ეხება, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ AI-მ თითქმის ყველა ეტაპზე შეაღწია.

თუმცა, AI-ს ყველა დადებითად როდი უყურებს. ჰოლივუდის მსახიობებს აეჭვებთ, რამდენად შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს შექმნას სახეები და სტილი ისე, რომ თავად არ იყვნენ სცენის მონაწილეები.

ამის პარალელურად, ვხედავთ, რომ იქმნება და ვითარდება AI კონკურსები. აქტიურად გენერირდება რეკლამები, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.

ქუჩაში შეიძლება შეგვხვდეს მატარებელი, ხელოვნური წამწამებით, მაგრამ ეს ხელოვნური წამწამებიც კი ციფრული გამოსახულება იყოს. მართლაც, ბევრი რამ არის წარმოსახვითი, მაგრამ რამდენად გვაღელვებს ჩვენ? ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს ბრენდების მიმართ. წავიდოდით „შეუსრულებელი მისია 37“-ზე, რათა 25 წლის ტომ კრუზისთვის გვეყურებინა? სიუჟეტი გადაფარავს იმ ფაქტს, რომ მსახიობის ნაცვლად, ხელოვნური ინტელექტით გენერირებული გამოსახულება ჩანს კადრში? „იურული პერიოდის პარკის” დინოზავრებიც ხომ არ არიან ნამდვილები? და ბიზნესის შემთხვევაში, რა ხდება? მაგალითად, DIY ბრენდები განვიხილოთ. მაგალითად, B&Q-მ გამოუშვა წიგნი, რომელიც სახლის უკეთ მოსაწყობად 1000 რჩევას აერთიანებს. რამდენად იმოქმედებდა თქვენზე, ეს წიგნი სრულად AI-ს დაწერილი რომ იყოს?

ბრენდებისთვის AI ხელსაწყოები მოსახერხებელია. ისინი შექმნიან უფრო მეტ კონტენტს, უფრო ნაკლებ ფასად. თუ კონტენტი ხარისხიანია, ადამიანები ნაკლებად დაინტერესდებიან მისი შემქმნელი ადამიანია თუ AI. ბრენდები კი კარგად ისარგებლებენ ამ სიტუაციით. რასაკვირველია, არსებული მდგომარეობა არ აკნინებს ორიგინალურ წერას, კრეატიულობას ან ადამიანურ ნიჭს. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ხელი შეუწყოს პროდუქტიულობასა და კრეატიულობას, დაეხმაროს ბრენდებს შექმნან ხარისხიანი კონტენტი ბევრად უფრო სწრაფად და ნაკლები დანახარჯით.

წყარო: marketingweek

როგორ იქცა გერმანული ბრენდი „არომაგიის ძალად” მსოფლიო ყავის ინდუსტრიაში

ინდოეთის როვერმა მთვარის ორბიტიდან საოცარი ფოტოები გადაიღო