in

მეცნიერებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ცხოველებთან საუბარი სურთ

ხელოვნურ ინტელექტს უკვე არაერთი სასარგებლო, საინტერესო და ალოგიკური გამოყენებაც კი მოუძებნეს. შესაბამისად, თითქოს, არც არაფერი უნდა გვაკვირვებდეს… ახლა კი მეცნიერებს სურთ, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ცხოველების ენა ჩვენთვის გასაგები გახადონ. თანაც, ამ ალგორითმს ცხოველთა თითქმის ყველა სახეობაზე გამოიყენებენ.

„ჩვენ არ გამოვარჩევთ მათ. ვმუშაობთ როგორც ვეშაპების ისე მწერების ენის გასაშიფრად“, — განმარტავს ESP-ის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი აზა რასკინი. მისი თქმით, ადამიანების მსგავსად, ცხოველებსაც აქვთ არავერბალური კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმა. მაგალითად, ყველამ ვიცით ფუტკრების სპეციალური მოძრაობების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც ერთმანეთს მიუთითებენ, თუ რომელი ყვავილისკენ უნდა გაემართონ.

The Guardian-ის ცნობით, ეს ამბიციური გეგმა კალიფორნიის არაკომერციულ „დედამიწის სახეობების პროექტს“ (ESP) ეკუთვნის. ეს უკნასკნელი კერ კიდევ 2017 წელს სილიკონის ველის ინვესტორების დახმარებით დაარსდა — მათ შორისაა LinkedIn-ის თანადამფუძნებელი, რეიდ ჰოფმანი. ახლა კი რეიდი ალგორითმების გამოყენებით ცხოველთა კომუნიკაციის გაშიფვრას და ენის გამოვლენას გეგმავს.

მართალია, მეცნიერთა ჯგუფი ერთი შეხედვით გადაუჭრელი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ პროექტმა მაინც მიაღწია გარკვეულ წარმატებას. საუბარია ექსპერიმენტულ ალგორითმზე, რომელსაც იმის ამოცნობა შეუძლია, ცხოველთა ჯგუფიდან რომელი ინდივიდი ლაპარაკობს. ასევე, მკვლევრებმა მეორე ალგორითმიც შეიმუშავეს, რომელსაც ცხოველთა იმიტირებული კომუნიკაციის გენერირების უნარი აქვს.

„ეს არის ხელოვნური ინტელექტის ენაზე საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით რას ნიშნავს ეს“, — ამბობს რასკინი.

ორიენტ ლიჯიკმა ახალი CTO წარადგინა

თუ თამაში გიყვართ, Esports-ის 5 პროფესიას შეგიძლიათ დაეუფლოთ