in

მალე პირველი ხელოვანი ჰუმანოიდი რობოტის ავტოპორტრეტების გამოფენა გაიმართება

ნამუშევრების ნახვა ლონდონის დიზაინის მუზეუმში იქნება შესაძლებელი

პირველი ხელოვანი ჰუმანოიდი რობოტის Ai-Da ავტოპორტრეტების გამოფენა უახლოეს მომავალში გაიმართება. მან ნამუშევრები თვალებში ჩამონტაჟებული კამერების დახმარებით ქმნის – კერძოდ, საკუთარ თავის ანარეკლს სარკეში აკვირდება. შემდეგ კი, ხელოვნური ინტელექტისა და კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით გადაამუშავებს.

Ai-Da-ს შემქმნელებს სჯერათ, რომ ჰუმანოიდ რობოტს “ჩვეულებრივი ხელოვანის” მსგავსად შეუძლია ნამდვილი ადამიანების დახატვა. მისი სახელწოდება XIX საუკუნის მათემატიკოსის ადა ლოველასის სახელს უკავშირდება. ეს ერთგვარი სიმბოლური ბმაა, რადგან ადას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის გამომთვლელი მანქანისა და კომპიუტერული პროგრამების შექმნაში.

ავტოპორტრეტების შექმნის იდეა ოქსფორდის სამხატვრო გალერეის მფლობელ აიდან მელერსა და სამხატვრო კურატორ ლუსი სილს ეკუთვნით. “ავტოპორტრეტები ერთგვარი კრიტიკაა იმ შეხედულებებისა, რომელიც დღესდღეობით გვაქვს ტექნოლოგიურ მონაცემებთან დაკავშირებით. ნამუშევარი მოგვიწოდებს, ვიფიქროთ ხელოვნურ ინტელექტზე, ტექნოლოგიურ გამოყენებაზე როგორც დადებით, ისე ნეგატიურ ასპექტში და დღევანდელ სამყაროზე” – ამბობს ლუსი სილი.

Ai-Da-ს ავტოპორტრეტები ლონდონში, დიზაინის მუზეუმში გამოიფინება, რომლის ხილვასაც დამთვალიერებლები მაისიდან ივნისის ჩათვლით შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ ეს მისი მეორე გამოფენაა. ჰუმანოიდი რობოტის ნამუშევრების დებიუტი 2019 წელს, ბარნის გალერეაში შედგა, სადაც წარმოდგენილი იყო მის მიერ შესრულებული სურათები, ქანდაკებები და ვიდეო არტის ნამუშევრები.

Learn with Google Arts & Culture – ონლაინ სწავლების ახალი შესაძლებლობა

აი, ეს კაცი აგვარებს, რომ ყველა ბედნიერი იყოს – ამბავი ალექს ჩიქოვანზე