in

როგორ შეუძლია AI-ის ლიდების გენერირების გაუმჯობესება?

ის, რაც ახლა უნდა გითხრათ, ისედაც იცით, მაგრამ მაინც გავმეორდებით, რომ მარკეტინგი არის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი, სწრაფად განვითარებადი ინსტრუმენტი თქვენი ბიზნესის ზრდისთვის. აქვე იმასაც დავამატებთ, რომ ის თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. 

ყველა სახის ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფა, ძველი სკოლის პროექტების მენეჯმენტიდან დაწყებული, სუპერ მოხერხებული CRM პლატფორმებით, მარკეტინგის ნაწილია. 

კიდევ ერთი მიმდინარე და მომავლის ტექნოლოგია გახლავთ AI, დაგეხმარებათ დახვეწოთ თქვენი სტრატეგიები და მიიღოთ უფრო გავლენიანი შედეგები. წარმოგიდგენთ რამდენიმე გზას, თუ როგორ შეუძლია AI-ს, გააუმჯობესოს ლიდების წარმოქმნა თქვენი ბიზნესისთვის.

მომხმარებელთა შეხედულებები

იმის გაგებამ, თუ რა უნდათ თქვენს კლიენტებს (მაგრამ ასევე, როდის და სად) შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს თქვენს წარმატებაზე. მნიშვნელოვანია, რომ მორიგი, ჩვეულებრივი ვიზიტი საიტზე კვალიფიციურ ლიდად გარდაიქმნეს. ამისთვის კი მომხმარებლის შესაბამისი მეტრიკის თვალყურის დევნებაა საჭირო. AI-ს შეუძლია მონაცემების უფრო სწრაფად შედგენა არხების ფართო სპექტრიდან და არ მოგიწევთ ამის ხელით გაკეთება. 

ჩეტბოტები

მიუხედავად იმისა, რომ ჩეტბოტები არ არის უახლესი AI ინსტრუმენტები, ისინი დღითიდღე იხვეწება და მარკეტერები იწყებენ მათ გამოყენებას ახალი გზებით. ჩეტბოტების საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ შეუფერხებლად მიაწოდოთ მომხმარებელს უბადლო მომსახურება, შეაგროვოთ ფასდაუდებელი მონაცემები ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) წყალობით და თითოეული კლიენტის გამოცდილება უკეთესი გახადოთ. 

როდესაც თქვენი ჩეტბოტი განსაზღვრავს, რომ მომხმარებელი დაინტერესებულია, მას შეუძლია დაუსვას წინასწარ დაპროგრამებული კითხვები, რომლებსაც წარსულში მოგროვილი საუბრებით აუმჯობესებს ყოველ ჯერზე. მას ასევე შეუძლია, დაგეხმაროთ გაყიდვებში და დაეხმაროს ვიზიტორს საიტზე ნავიგაციაში.

SERP (search engine results page)

თქვენი მარკეტინგის გუნდის  SEO სპეციალისტი მადლობელი დაგრჩებათ, თუ ხელთ ექნება ხელოვნური ინტელექტის მართვის ინსტრუმენტი თავისი საქმიანობისთვის. როდესაც თქვენ აერთიანებთ AI-ს საუკეთესო SERP თვალთვალის ინსტრუმენტებთან, თქვენ იღებთ მძლავრ კომბინაციას, რომელიც საშუალებას მოგცემთ, მნიშვნელოვნად გაზარდოთ რეიტინგი და აღმოჩნდეთ უფრო შესაბამისი პერსპექტივების წინაშე.

დაზოგეთ დრო

ლიდების ზუსტი და საიმედო სეგმენტაცია და შემდგომი ანალიტიკა თითოეულ მარკეტერს გენერაციის პროცესის დაჩქარებაში ეხმარება. AI-ს დახმარებით, შეგიძლიათ მიაწოდოთ ორგანიზებული შინაარსი, პერსონალიზებული კლიენტების შეთავაზებები და სხვა მორგებული სტრატეგიები ლიდების შესაფასებლად და მოსაზიდად. ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, მთელი ეს პროცესი საგრძნობლად უფრო სწრაფია, რომ აღარაფერი ვთქვათ ნაკლებ შეცდომებზე.

დახვეწეთ თქვენი მარკეტინგული შეტყობინებები

ხელოვნური ინტელექტი დაგეხმარებათ გაფილტროთ მონაცემები, ფოკუსირდეთ და გააანალიზოთ, რა გავლენა მოახდინა ამა თუ იმ კამპანიამ თქვენს მომხმარებელზე. 

თქვენ შეგიძლიათ, გამოიყენოთ ეს ინფორმაცია თქვენი კონტენტის შექმნის, ძირითადი  შეტყობინებების გასაუმჯობესებლად, თქვენი მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი ტენდენციების დასადგენად და ღირებულების უზრუნველსაყოფად, რომელიც მოიტანს უფრო კვალიფიციურ მომწოდებლებს.

ჭკვიანი, პროგნოზირებადი მოდელები

ჩვენგან, უბრალო მოკვდავთაგან განსხვავებით, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია იმდენი მონაცემი გადაიტანოს მთელ თქვენს ინდუსტრიაში, რომ შემდგომ გააკეთოს ზუსტი პროგნოზები ტენდენციების, კლიენტების თვალსაზრისით. ასევე შეაფასოს მოლოდინები და ბაზრის ცვლილებები.

ლიდების გენერაცია ყოველთვის იქნება გამოწვევა მარკეტოლოგებისთვის, ეს არის მოცემულობა. ამ პროცესში AI-ს გამოყენება აუცილებლად შეგიქმნით იმ კონკურენტულ უპირატესობას, რომელიც გჭირდებათ წარმატებისთვის.

როგორ გავზარდოთ გაყიდვები SMS მარკეტინგით?

გზა წარმატებისკენ – დაიწყე კარიერა თეგეტაში