in

წაგვართმევს თუ არა AI სამსახურებს შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს? – პასუხი სტატიაში!

რა არის პირველი, რაც გახსენდებათ, როდესაც გესმით ფრაზა ხელოვნური ინტელექტი? ზოგიერთებისთვის ეს HAL 9000-ია, კომპიუტერი სტენლი კუბრიკის 2001 წლის ფილმიდან, „კოსმოსური ოდისეა”.

უნდა აღინიშნოს, რომ კინემატოგრაფია და პოპკულტურა ხელოვნურ ინტელექტს ხშირად წარმოაჩენს, როგორც ბოროტ, დამანგრეველ ძალას (ფილმები: Ex Machina, Terminator, Old Glory Insurance), თუმცა რეალურ AI სამყაროში ბევრად უფრო ნიუანსია. თანამედროვე ბიზნესი და მარკეტინგი აქტიურად იყენებს AI-ს, როგორც ინსტრუმენტს, რათა იგი დაეხმაროს კონტენტის დაწერასა და ოპტიმიზაციაში.

New York Times მოგვითხრობს მხატვრების აჟიოტაჟის შესახებ, რომელიც კოლორადოს შტატის გამოფენის მიერ პრიზის ხელოვნური ინტელექტისთვის გადაცემამ გამოიწვია. მხატვარი ხელოვნური ინტელექტის პროგრამის მეშვეობით მხატვრული ნამუშევრების შექმნისთვის დაჯილდოვდა. ჯეისონ მ. ალენმა, რომელიც შევიდა ციფრული მხატვრების კატეგორიაში, გამოიყენა პროგრამა Midjourney.

Midjourney-ის მსგავსად, OpenAI-ის DALL·E 2 საშუალებას აძლევს ადამიანებს, გამოიყენონ ბუნებრივი ენის ბრძანებები ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული სურათების შესაქმნელად.

კონტენტის სტრატეგი და კომიქსების ავტორი, ბადი სკალერა აცხადებს, რომ ეს ყველაფერი რევოლუციას მოახდენს ორიგინალური შინაარსის შექმნაში.

როგორ მუშაობს ტექსტის გამოსახულების გენერატორები?

ვთქვათ, თქვენ ზიხართ და ცდილობთ, შექმნათ სურათი თქვენი ბლოგპოსტისთვის. გჭირდებათ მოცეკვავე კატის სურათი, რომელიც მანქანასთან ან მანქანაზეა.

შეგიძლიათ, აკრიფოთ მოთხოვნა სიტყვებით: „კატის ცეკვა, მანქანა, ცეკვა”. პროგრამა DALL·E 2 მოგცემთ სურათების ოთხ ან ხუთ ვერსიას, სადაც კატები ცეკვავენ მანქანაზე.
„მანქანა” იმდენად კრეატიულიც შეიძლება იყოს, რომ მუდმივად ისწავლოს, გაწმინდოს ქსელი და ახალი სურათები დააგენერიროს.

შეუძლია თუ არა DALL·E 2-სა და მის მსგავს პრიგრამებს დიზაინერების ჩანაცვლება?

ამაზე ბევრს მსჯენლობენ და შფოთავენ. კომპანიები აქტიურად ქირაობენ ილუსტრატორებსა და კრეატორებს, რათა მათ შექმნან გამოსახულებები და უნიკალური დიზაინი კამპანიებისთვის, პროდუქტებისა და თემებისთვის. უცებ რომ ვინმემ თქვას: „გამოიყენე ეს პროგრამა და კომპიუტერი შეგიქმნის მას. აღარ გჭირდება თანამშრომელი”, – რა თქმა უნდა, არავის მოგვეწონება.

თუმცა მკვლევრები ჯერჯერობით მაინც ვერ ხედავენ ასეთ მომავალს. როდესაც პირველად Canva გამოვიდა, მსგავსი კითხვები მაშინაც გაჩნდა, მაგრამ მან ვერანაირად ვერ შეძლო ადამიანური რესურსის ჩანაცვლება იმის მიუხედავად, რომ აქტიურად ჰყავს მომხმარებელი.

არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც მშვიდად ყოფნის საფუძველს აძლევს საზოგადოებას. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ DALL·E 2 მხოლოდ არაკომერციული მიზნებისთვის. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ვერ გამოიყენებთ მის მიერ დაგენერირებულ სურათებს ვებსაიტზე ან თქვენს კამპანიაში.

მეორე ნაწილი, რომელიც ასევე დასალაგებელია, არის ამა თუ იმ ფოტოების დამთხვევების დიდი ალბათობა. აი, ზემოთ ჩვენ მოვიყვანეთ კატის მაგალითი. ვთქვათ, რომ ჩვენ შემდეგ სხვამაც ჩაწერა იგივე სიტყვები და პროგრამამ მასაც შეუქმნა იგივე ფოტო, ვის ეკუთვნის ეს სურათი? პასუხი ჯერ არ ვიცით.

საზოგადოებას ამის გარდა სხვა კითხვებიც აქვს პროგრამის შემქმნელებთან: ითვალისწინებს თუ არა პროგრამა გენდერულ ბალანსს, არჩევს თუ არა კანის ფერს. მაგალითად, თუ მოვთხოვთ ექთნის ფოტოს, ყოველთვის თეთრკანიანი ადამიანის სურათს დაგვიგენერირებს? პასუხი ამაზეც ჯერჯერობით არ გვაქვს.

ამდენი კითხვა ხელოვნური ინტელექტისა და კრეატიულობის შესახებ პასუხგაუცემელი რჩება. თუმცა, მეორე მხრივ, სწორედ ეს პასუხგაუცემელი კითხვები გვპასუხობს კითხვაზე: „გამოიწვევს თუ არა ხელოვნური ინტელექტი კრეატიული კარიერის დასასრულს?” და ჩვენი პასუხია – არა…
ჯერ არა!

თბილისის მუნიციპალიტეტს MAN-ის სპეციალური დანიშნულების ტექნიკა მოემსახურება

რატომ არ არის 80/20 წესი საკმარისი წარმატების მისაღწევად?