in

როგორ შეცვლის TikTok და AI საძიებო გამოცდილებას? — მარკეტერების ვარაუდები

„თაობა ზეტის წარმომადგენლები უკვე ყველაფრისთვის მხოლოდ TikTok-ს იყენებენ, იქნება ეს რაიმეს ყიდვა თუ უბრალოდ მოძებნა. რესტორნებისა თუ პროდუქტების ვებგვერდებსა და ონლაინ შეფასებებში ძიების დრო წავიდა… ვისწავლეთ, რომ ეს ყველაფერი ნაყიდი ან ყალბია. სანაცვლოდ კი, TikTok-ში რეალურ დროში ვხედავთ, როგორია ის სინამდვილეში, ხოლო შემდეგ ამის მიხედვით ვწყვეტთ, შევიძინოთ თუ არა“, — აცხადებს ლორენ ოლვერი, GreenJinn-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი. 

ინტერნეტში ძიების გამოცდილება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, თუმცა ტექნოლოგიების განვითარება ამ პროცესს მეტად აუმჯობესებს. ადრე თუ მხოლოდ Google ან კომპანიის ვებგვერდები გვქონდა, ახლა მთავარ როლში გენერაციული ხელოვნური ინტელექტი და TikTok გვევლინება. შედეგად ჩვენ რომ უკეთეს პასუხებს ვიღებთ ეს ფაქტია, მაგრამ რას ნიშნავს ეს თავად ძიებისთვის? ამ კითხვაზე პასუხს ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტებისგან ვიღებთ.

კონორ კინგსკოტი, Croud:

გასულ თვეში გუგლმა თავისი AI ძიების გენერაციული გამოცდილება (SGE) გატესტა… ეს კი შეცვლის იმ გზას, რომლითაც მომხმარებლები ურთიერთქმედებენ Google-თან. მოკლე, პირდაპირი საძიებო მოთხოვნებიდან მეტად სიღრმისეულზე გადავალთ. ეს უფრო მეტად შემოგვთავაზებს პლატფორმას რაღაცების შესასწავლად, მომხმარებლებს პროდუქტების შედარებისა თუ განხილვის საშუალებას მისცემს ისე, რომ ერთ ვებგვერდზე შესვლაც არ დასჭირდებათ. ერთი შეხედვით, შეიძლება ცუდად ჟღერდეს მარკეტერებისთვის, რომლებიც ძიების შედეგებში ფულს იხდიან, თუმცა გუგლი გარანტიას სთავაზობს მათ, რომ რეკლამების სივრცე SGE-შიც შენარჩუნდება.

ალისტარ რობერტსონი, Nucco:

აშკარაა, რომ ახალგაზრდა აუდიტორიას კითხვას ყურება ურჩევნია, ამაში კი YouTube-ისა და TikTok-ის სტატისტიკა დაგარწმუნებთ… მაგრამ AI-ის საძიებო სისტემებში დანერგვა პერსონალიზაციას კიდევ უფრო გააუმჯობესებს, გაზრდის ჩართულობას და მეტად სრულყოფილ პასუხებს შემოგვთავაზებს. Google-ის SGE-ც სხვადასხვა წყაროდან ერთი პასუხის გენერირებას აპირებს. ვიდეო ძიების ინტეგრაციასაც უნდა ველოდოთ, AR და ხმოვან ინტერფეისებს….

კარმენ დომინგეზი, Hallam:

დღეს გადაწყვეტილების მიღებას დიდი დრო სჭირდება… მარკეტერებმა კი ამას თავი უნდა დააღწიონ. ყველა ტიპის პლატფორმაზე ყველა ტიპის კონტენტით უნდა იყვნენ წარმოდგენილები. რა უნდა გააკეთონ? სააგენტოებმა უკეთ უნდა მიაწოდონ მომხმარებლებს ინფორმაცია ცვლილების შესახებ და მარკეტერებმა მათთან მეტად უნდა ითანამშრომლონ“.

ფედერიკო დუვა, Rawnet:

გლობალური მოსახლეობის 59% ყოველდღიურად 2.5 საათს ატარებს სოციალურ მედიაში, აქ კი მოსალოდნელია, რომ ამ პლატფორმებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადოს. სავაჭრო სექტორში ადგილობრივი E-commerce ვაჭრობის ტრენდი შემოვიდა… მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საძიებო სისტემები მოძველდება — ზოგიერთი მომხმარებელი სოციალურ მედიაში ნანახ ინფორმაციას საძიებო სისტემებს უკავშირებს. თუმცა მისი როლი შეიძლება შეიცვალოს და გადამოწმების ან უფრო სიღრმისეული ინფორმაციების რესურსის სახელი დაიმკვიდროს, რომელიც სოციალურ მედიაში ნანახ კონტენტს სრულყოფილს გახდის.

ბენ ვულამსი, Influencer:

თაობა ზეტმა მნიშვნელოვნად შეცვალა მომხმარებელთა ძიების გამოცდილება… ისინი სოციალურ მედიაში ნანახ კონტენტს მეტად ენდობიან. ჩვენ კი მალე დავინახავთ, თუ როგორ ინაცვლებს მედია ბიუჯეტი გუგლის რეკლამებიდან და SEO-დან TikTok-სა და მის მსგავს პლატფორმებზე.

კევინ ქუინი, Mx Group:

ახალგაზრდებს სოციალური მედია აპლიკაციები ურჩევნიათ და ყიდვისას თვითმომსახურებასაც ანიჭებენ უპირატესობას. კომპანიებს შეუძლიათ, ეს ტრენდი კონკურენტულ უპირატესობად აქციონ. TikTok ბიზნესისთვის? აქ B2B კომპანიები მარკეტინგულ აქტივობებს უკვე გვთავაზობენ. და რადგან ყველგან ძიება ნორმა გახდა, ყველა ბიზნესმა უნდა მიიღოს ეს რეალობა, თუმცა პასუხი ყველგან ერთდროულად ყოფნა კი არ არის, არამედ ბრენდის შეტყობინებისა და სტრატეგიების განვითარება ისე, რომ მათზე ყველაზე დიდი გავლენა იქონიოთ“. 

ელეა ჰენდი, Builtvisible:

მიუხედავად იმისა, რომ სოციალურმა მედიამ მთლიანი ყურადღება მიიპყრო, ორგანული მომხმარებლები, რომლებიც საიტზე გვსტუმრობენ, დიდი ალბათობით, ახლა კიდევ უფრო ღირებულნი გახდებიან. საუკეთესო გზა კი ამ ღირებული მომხმარებლების დასაცავად ისეთი კონტენტის ქონაა, რომელიც მათ საჭიროებებზეა მორგებული და ითვალისწინებს კიდეც მას.

მოგზაურობა უეს ანდერსონის Asteroid City-ში

იმისთვის, რომ AI-მ არ ჩაგვანაცვლოს — ხელოვნური ინტელექტი და AI პროექტების მართვა SkilWill-ში