in

AI დანაშაულს 90%-იანი სიზუსტით ამოიცნობს

თანაც, 1 კვირით ადრე…

დიახ, ხელოვნური ინტელექტი დანაშაულის ადგილსა და მის მაჩვენებელს ქალაქში 1 კვირით ადრე 90%-იანი სიზუსტით ამოიცნობს. თუმცა, რადგან მსგავსი სისტემები რასისტული მიკერძოებებით გამოირჩეოდა, ფიქრობენ, რომ ახლა არც ეს იქნება გამონაკლისი… ხელოვნური ინტელექტის შემქმნელები კი ამტკიცებენ, რომ სისტემამ, პირიქით, ეს მიკერძოებებიც შეიძლება გამოავლინოს. 

იშანუ ჩატოპადიეიმ და მისმა კოლეგებმა ჩიკაგოს უნივერსიტეტში AI მოდელი შექმნეს, რომელიც 2014-2016 წლების ჩიკაგოს დანაშაულის მონაცემებს აანალიზებდა, შემდეგ კი კვირების განმავლობაში დანაშაულის დონეებს წინასწარმეტყველებდა — მოდელმა ქალაქის მასშტაბით, რომელიც 300-მეტრიან კვადრატებად იყო დაყოფილი, სავარაუდო დანაშაულები ერთი კვირით ადრე, თანაც, 90%-იანი სიზუსტით იწინასწარმეტყველა. ამასთან, სისტემამ ტესტირება აშშ-ს შვიდ მთავარ ქალაქშიც გაიარა და იქაც მსგავსი შედეგები აჩვენა. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დანაშაულის ამოცნობის წინა სისტემებთან რასობრივი მიკერძოების პრობლემა იყო. ბოლო წლებში ჩიკაგოს პოლიციის დეპარტამენტმა გამოცადა ალგორითმი, რომელმაც სროლაში მონაწილეობის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების, როგორც მსხვერპლის, ისე დამნაშავეების სია შექმნა — აღმოჩნდა, რომ ამ ჩამონათვალის 56% 20-დან 29 წლამდე ასაკის შავკანიანი მამაკაცები იყვნენ… 

ამასთან, ჩატოპადიეიც აღიარებს, რომ მისი მოდელის მონაცემების მიკერძოებული შეიძლება იყოს, თუმცა აქვე, იმასაც ამბობს, რომ ამ ეფექტის შემცირებისთვის უკვე იმუშავეს — AI ეჭვმიტანილების იდენტიფიცირებას კი არ მოახდენს, უბრალოდ დანაშაულის შესაძლო ადგილებს დაადგენს. 

ამის დასამტკიცებლად, მკვლევრებმა მონაცემები იმ სფეროების მოსაძებნად გამოიყენეს, სადაც ადამიანთა მიკერძოებას პოლიციაზე ჰქონდა გავლენა. მათ ჩიკაგოს სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური დონის მქონე უბნებში დაპატიმრებების რაოდენობა გააანალიზეს — მდიდარ რეგიონებში უფრო მეტი ადამიანი იყო დაპატიმრებული, ვიდრე ღარიბ უბნებში. ეს კი სწორედ პოლიციის რეაგირების მიკერძოებაზე მიუთითებდა. 

ეს არ არის უმცირესობათა ანგარიში, არც სამართალდამცავი ორგანოების რესურსებია უსასრულო, ასე რომ, თქვენ სისტემის ოპტიმალურად გამოყენების სურვილი გაგიჩნდებათ. დიახ, კარგი იქნება, თუ გეცოდინებათ, სად უნდა მოხდეს მკვლელობები, — ამბობს ჩატოპადიეი.

როგორ აზიანებს კოსმოსი ასტრონავტების ძვლებს?

Asahi Kasei-ს კონცეპტუალური მანქანა, რომელიც მომავლის მოდელს ჰგავს