in

AI დეკოდერი ადამიანის ფიქრებს სიტყვებად გარდაქმნის

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ინოვაციების განვითარების ტემპი სულ უფრო სწრაფი ხდება. თითქოს, აღარც კი გვახსოვს დრო, როცა მის გარეშე ვცხოვრობდით — მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ მეცნიერები ამ ტექნოლოგიას ყოველდღიურ საჭიროებებს არგებენ. ამჟამად ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს AI-ზე დაფუძნებული დეკოდერი, რომელიც ადამიანის ფიქრებს სიტყვებად გარდაქმნის. ამისათვის კი მხოლოდ არაინვაზიური სკანირების მეთოდს მიმართეს.

M2
M2

„აქამდე არასდროს ყოფილა შესაძლებელი არაინვაზიური მეთოდით მსგავსი შედეგის მიღება. ამის ნაცვლად, მხოლოდ ცალკეული სიტყვების ან მოკლე წინადადებების გაშიფვრა შეგვეძლო“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ალექს ჰუტი. ე. წ. სემანტიკური დეკოდერის საშუალებით კი ChatGPT-ის მსგავსი მოდელი შეიქმნა. გამოყენებამდე კი მისი გაწვრთნა იყო საჭირო, რისთვისაც ცდისპირის მიერ პოდკასტების მოსმენისას ფუნქციურ მაგნიტურ-რეზონანსული აპარატით მოპოვებული მონაცემები გამოიყენეს. ამას მოჰყვა ახალი ამბების მოსმენა და თხრობის წარმოდგენისას ინდივიდის ფიქრების დეკოდირება.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კვლევის ფარგლებში მხოლოდ მოსმენილისა და ნაფიქრის გაშიფვრაზე არ უზრუნიათ. დეკოდერს მაშინაც იყენებდნენ, როდესაც ინდივიდი უხმო ვიდეოს უყურებდა — შესაბამისად, მხოლოდ მის აზრებზე დაყრდნობით მუშაობდა.

ცხადია, დეკოდერს ადამიანის ფიქრების სიტყვასიტყვით გაშიფვრა არ შეუძლია, თუმცა ზოგიერთ სიტყვას ზუსტად ცნობს და მთლიანობაში საერთო წარმოდგენას ქმნის. ამასთან, ეს მხოლოდ საწყისი ეტაპია — საფუძვლიანი წვრთნის შემდეგ ცდების დაახლოებით ნახევარში ტექსტი თითქმის სრული სიზუსტით აღიქვა.

Emirates მგზავრებს თვითრეგისტრაციისთვის ავტონომიურ რობოტს სთავაზობს

LinkedIn-ის AI ხელსაწყო სამოტივაციო წერილებს წერს