in

როგორ ცვლის AI ძიება ციფრული მარკეტინგის ეკოსისტემას

Lenovo
Lenovo

ციფრულ სამყაროში აქტიურად განიხილავენ, თუ როგორ ართმევს ხელოვნური ინტელექტი ტრაფიკს მედია ვებგვერდება. მართლაც, თუკი ბიზნესმოდელი მთლიანად ვებგვერდზე მაქსიმალურად ბევრი მომხმარებლის მოზიდვაზეა დამოკიდებული, ხელოვნური ინტელექტი ამ ნაკადს გადაამისამართებს და მკითხველს საკუთარ, მზა რეზიუმეს შესთავაზებს. შედეგად კი, ორიგინალ წყაროზე ბევრად ნაკლები ადამიანი გადავა.

დღეს, მთავარი უკვე არის ის, თუ ვის ინფორმაციას დაეყრდნობა და მოიხმობს ხელოვნური ინტელექტი გენერირებულ ინფორმაციაში. AI-ს პასუხებში არსებობა ვებგვერდის ტრაფიკს სრულად ვერ ანაცვლებს, თუმცა ის აქტუალურობის ახალ საზომად მაინც იქცა.

ეს ახალი სტიმულირების სისტემა ბევრად სჯობს ათი წლის წინანდელ მედიაგარემოს, როდესაც ციფრულ დისტრიბუციაში საძიებო სისტემები და სოციალური ქსელები დომინირებდნენ. დიდი ხნის განმავლობაში მედია და მარკეტინგი მხოლოდ ჩართულობის დევნას სწავლობდნენ, რამაც ინტერნეტი სკანდალური სათაურებითა და მშრალი საინფორმაციო მასალებით აავსო. თუმცა, რაკი ასპარეზზე AI სისტემები გამოდიან და სანდო, ხარისხიან და კონკრეტული სფეროს ღრმა ცოდნაზე დაფუძნებულ კონტენტს ანიჭებენ უპირატესობას, ამან შესაძლოა კარგი, ხარისხიანი ჟურნალისტიკის აღორძინებას შეუწყოს ხელი.

მილიონობით AI ციტირების ანალიზმა აჩვენა, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემები LinkedIn-ს ინტერნეტში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ წყაროდ მიიჩნევენ. Meltwater-ისა და Semrush-ის ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის შეჯამებებში LinkedIn მეორე ყველაზე ხშირად ციტირებადი პლატფორმაა YouTube-ისა და Reddit-ის გვერდით.

მონაცემები იმასაც გვეუბნებიან, თუ რატომ არის LinkedIn შინაარსობრივი ხარისხის კარგი ინდიკატორი. ირკვევა, რომ ციტირებების უდიდესი ნაწილი მოდის კონკრეტული პროფესიონალების პირად ანგარიშებზე, მათ საავტორო ნიუსლეტერებსა და ანალიტიკურ პოსტებზე. უფრო მეტიც, ციტირებების ნახევარზე მეტი იმ მომხმარებლებზე განაწილდა, რომლებსაც 10,000-ზე ნაკლები გამომწერი ჰყავთ, ხოლო თავად ამ პოსტებს შიდა ქსელში ხშირად სრულიად მოკრძალებული გამოხმაურება ჰქონდათ. ეს სერიოზული არგუმენტია იმ მოსაზრების წინააღმდეგ, თითქოს AI მხოლოდ პოპულარობისა და ლაიქების მიხედვით არჩევს მასალას.

ხელოვნური ინტელექტის სისტემები შინაარსზე მეტად ხშირად სტრუქტურას აფასებენ. კანადური AI კომპანია Cohere-ისა და სტენფორდის უნივერსიტეტის აკადემიური კვლევები ადასტურებს, რომ მსხვილი ენობრივი მოდელები  ვერ ამჩნევენ საკვანძო ფაქტებს, თუ სტატიას არ აქვს მკაფიო სათაურები და ქვესათაურები. გარდა ამისა, საძიებო AI სისტემები ძირითადად დოკუმენტის დასაწყისსა და დასასრულს ანიჭებენ უპირატესობას, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მასალის ყველაზე მნიშვნელოვანი შინაარსობრივი ნაწილი ტექსტის შუაშია ჩამალული, რობოტი მას უბრალოდ გამოტოვებს.

მიუხედავად ამისა, ის ფაქტი, რომ LinkedIn, YouTube და Reddit რეიტინგებში ასე მაღალ პოზიციებს იკავებენ, აჩვენებს, რომ საუკეთესო კონტენტი მაინც მანქანისთვის გასაგები ფორმატისა და ადამიანური ფაქტორის მიქსია. მართალია, AI ყოველთვის ყველაზე პოპულარულ პოსტებს არ ციტირებს, მაგრამ მონაცემები ადასტურებს, რომ აქტიური პოსტინგი და უკვე არსებული აუდიტორია ბრენდს პოზიციონირებაში მაინც ეხმარება. ჩართულობა კვლავ მნიშვნელოვანია, უბრალოდ ბევრად უფრო ირიბად, ვიდრე წინა ეპოქაში.

წყარო: Fastcompany

ვასკა ჩუბინიძის ხსოვნის საპატივცემულოდ, „ვასკას უსასრულო მარათონი“ გაიმართება

GenAI ყოველდღიურობაში – როგორ დასახელდა საქართველოს ბანკი მსოფლიოს საუკეთესო ფინანსურ ინოვატორებს შორის