in

AI-მ გენდერული მიკერძოებების თავიდან არიდება შეძლო

რაც უფრო მეტად შემოგვაქვს ხელოვნური ინტელექტი ჩვენს სამყაროში, მით უფრო კარგად ვხსნით იმ საკითხებს, რომლებიც ამ ტიპის სისტემებს ეყრდნობა. ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ გენდერული მიკერძოებების არსებობაა.

ალბერტას უნივერსიტეტის მათემატიკური და სტატისტიკური მეცნიერების დეპარტამენტის მკვლევრებმა ახალი მეთოდოლოგია შექმნეს, რაც ხელოვნური ინტელექტის მოდელებს საშუალებას აძლევს, თავიდან აირიდონ მცდარი წარმოდგენები ისე, რომ სრულად გაიგონ, რას ითხოვენ მათგან. 

ხოლო იმის გამო, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემებს ჩვენი ენის გაგება თავდაპირველი სახით არ შეუძლია, სიტყვები, რომლებიც ამ მოდელში იქნება ჩასმული, რიცხვების სერიებად გარდაიქმნება, სანამ AI მოთხოვნის შესრულებას შეძლებს. ხოლო, მას შემდეგ, რაც სისტემაში ამ კოდს ჩასვამენ, გრაფიკზე ასახავენ და მას სიტყვის მნიშვნელობებს დაუკავშირებენ. აქ კი მნიშვნელოვანია, მოცემული სიტყვები სხვა ცრურწმენებთან არ იყოს დაკავშირებული და ნამდვილი არსი შეინარჩუნოს. 

კონკრეტული პროცესი კი სიტყვაზე ექთანი გამოცადეს, ამ შემთხვევაში სისტემას გენდერული მიკერძოება თავიდან უნდა აერიდებინა, რაც წარმატებით მოახერხა. ეს შედეგი კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ამას აქამდე ბევრი ცდილობდა, თუმცა ასე წარმატებით ვერავინ მოახერხა… ალბათ, ისიც გახსოვთ, იმ AI რობოტებზე რომ მოგიყევით, რომლებიც სექსისტურ და რასისტულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ.

მართალია, ეს სისტემა უკვე წარმატებით მუშაობს, მაგრამ მომავლისთვის მკვლევრები მის დახვეწას მაინც აპირებენ, თუნდაც, იმის გამო, რომ ამ ეტაპზე სიტყვების შეყვანისა და მისი მნიშვნელობის კოდებთან დასაკავშირებლად მეცნიერთა დახმარებაა საჭირო. 

მეცნიერებმა ვარსკვლავისა და პლანეტის ჰიბრიდი აღმოაჩინეს

როგორ გამოვიყენოთ წინააღმდეგობა განვითარებისთვის?