რა მოხდებოდა, თუ Dumb Ways to Die ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში შეიქმნებოდა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად McCann Australia-მ ცნობილი AI მოდელი გამოიყენა: ChatGPT-ს დაევალა ისე ემოქმედა, როგორც წამყვან კრეატიულ დირექტორს. მიზანი კი მძღოლების სახიფათო ქცევის შეცვლა იყო — თუმცა პოსტერები ნაკლებ ეფექტურ მედიუმად უნდა მოეაზრებინა მოდელს, რადგან აუდიტორია სულ უფრო მეტადაა ჩართული ციფრულ კონტენტში.
200 000-დოლარიანი ბიუჯეტის ფარგლებში, AI სისტემამ რამდენიმე საკვანძო ელემენტი გაითვალისწინა: მაგალითად, მეტროში ე. წ. „მუსიკალური ფესტივალი“ Track Beats უნდა ამოქმედებულიყო — ადგილობრივი არტისტები უსაფრთხოების შეტყობინებებს ავრცელებენ სიმღერებში.
ასევე, დაფიქრდა მობილური თამაშის შექმნაზე, სახელწოდებით Platform Puzzlers — აქ მოთამაშეებს სხვადასხვა დაბრკოლებისთვის მოუწევთ თავის არიდება და ყოველ ჯერზე უსაფრთხო არჩევანი უნდა გააკეთონ.
რაც შეეხება მესამე იდეას, ChatGPT-მ სააგენტოს ფლეშმობ გამოწვევის წამოწყება შესთავაზა. დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, გადატვირთულ სადგურებზე ისეთი ქორეოგრაფიული წარმოდგენის მოწყობა, რომელიც უსაფრთხო ქცევებზეა ფოკუსირებული.
მიუხედავად იმისა, რომ ამ იდეების განხორციელება შესაძლებელია, ისინი შედარებით მოსაწყენია და მოკლებულია ორიგინალური ანიმაციის სიმკვეთრეს თუ დროულობას. შესაბამისად, აღნიშნული ექსპერიმენტი ხელოვნური ინტელექტის არსებულ ხარვეზებს უსვამს ხაზს, რაც ძირითადად ორიგინალურობისა და შემოქმედებითობის ნაკლებობაში მდგომარეობს.