in

ხელოვნური ინტელექტის მიერ დახატული პირველი პორტრეტი, რომელიც აუქციონზე გაიყიდა

პორტრეტი – Edmond de Belamy გახდა პირველი ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნახატი, რომელიც აუქციონზე გაიყიდა. ნამუშევარი 25 ოქტომბერს, 432 500 დოლარად შეიძინეს და მისმა ფასმა დრამატულად გადააჭარბა თავდაპირველ ღირებულებას, რომელიც ნიუ-იორკში, Christie’s-ს აუქციონზე 7 000-10 000 დოლარით იყო განსაზღვრული.

BOG
BOG

 

ხელოვნური ინტელექტისთვის ალგორითმი პარიზულმა ტრიომ Obvious მოიფიქრა, რომელიც სწავლობს ხელოვნური ინტელექტის პოტენციალს, მხატვრობის მიმართულებით. მეგობრებიმა პიერ ფაუტრელმა, ჰიუგო კასელეს-დუპრემ და გოტიე ვერნიერმა, გასულ წელს დაიწყეს ექსპერიმენტები ხელოვნური ინტელექტის მიერ, ხატვის დასწავლის უნარის მიმართულებით.

„დავინახეთ, რომ ალგორითმს შეუძლია შექმნას ახალი გამოსახულებები და განცვიფრებულები ვიყავით იმ პოტენციალით“, – ამბობს ვერნიერი. პროექტის ფარგლებში, La Famille de Belamy-ს სეიაში 10-მდე ნამუშევრის შესაქმნელად, მსოფლიოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდიდან, ალგორითმმა 15 000-მდე პორტრეტი დახატა.

Obvious-ის თანადამფუძნებელი, პიერ ფაუტრელი ნახატ Edmond de Belamy-სთან, ნამუშევრის აუქციონზე გატანამდე. Photo Credit: TIMOTHY A. CLARY

ხელოვნურმა ინტელექტმა უცნობი მამაკაცის პორტრეტი ფორმულის – “min G max D x [log (D(x))] + z [log(1 – D (G(z)))]” გამოყენებით შექმნა. ნახატზე, შესაძლოა, გამოსახულია ფრანგი, ან სხვა ეროვნების ჯენტლმენი.

„Christie’s მხარს უჭერს იმ ცვლილებებს, რომელიც ხელოვნების ბაზარზე ხდება. მათ შორის, იმ მიმართულებით, თუ როგორ შეუძლია ტექნოლოგიას გავლენა მოახდინოს ხელოვნების ნიმუშების შექმნის პროცესზე. ხელოვნური ინტელექტი, შესაძლოა, იქცეს ახალ ინსტრუმენტად თანამედროვე ხელოვანის ხელში. მოხარულები ვართ, რომ ამ პროცესში ვმონაწილეობთ“, – განაცხადა რიჩარდ ლოიდმა, Christie’s-ს აუქციონის პრინტ მიმართულების საერთაშორისო ხელმძღვანელმა, აუქციონის დაწყებამდე.
წყარო: cnn.com

როგორი იქნება Honda-ს 2019 წლის მოდელი?!

პროექტი „დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად” ნაკადის მიღებას იწყებს