in

AI ტექნოლოგია, რომელიც ტვინს შიფრავს და იმას ხატავს, რასაც უყურებთ

Lenovo
Lenovo

მკვლევარებმა ახალი AI (ხელოვნური ინტელექტი) ტექნოლოგია შექმნეს, რომელიც იმ სურათს ხატავს, რასაც ადამიანი რეალურ დროში უყურებს. ამისთვის კი მისი ტვინის ტალღებს კითხულობს და შიფრავს. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი არაინვაზიურია (უსისხლო), მთელი ინფორმაცია ელექტროდებით დაფარული ელექტროენცეფალოგრაფიით (ტვინში მიმდინარე პროცესების გამზომი ხელსაწყო), EEG-თი მუშავდება.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/watch/?v=2402545289961829″ width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

მკვლევარები თვლიდნენ, რომ თავის ტვინში მიმდინარე პროცესების EEG ტექნოლოგიით შესწავლა დაახლოებით იგივე იყო, ვინმეს რომ ორთქლის ძრავის შინაგანი სტრუქტურა გამოეკვლია, ორთქლმავლის კვამლზე დაკვირვებით.

„არ ველოდებოდით, რომ ამ მეთოდით, თუნდაც, ნაწილობრივ აღვადგენდით იმ გამოსახულებას, რომელსაც ადამიანი რეალურ დროში ხედავს, თურმე, ეს სავსებით შესაძლებელი ყოფილა.“

კვლევის მონაწილეები, 20 წუთის განმავლობაში, 10-წამიან ვიდეოს უყურებდნენ. თითოეული ფრაგმენტის ნაწილი ხუთი კატეგორიიდან ერთში ხვდებოდა, სპეციალისტებმა კი, EEG-ის მონაცემების მიხედვით, შეძლეს განესაზღვრათ რომელი კატეგორიის ვიდეოს უყურებდა ეს პიროვნება.

კვლევის მომდევნო ფაზაში, მეცნიერებმა ორი ნეირონული ქსელი შექმნეს. აქედან ერთ-ერთი, უკვე დატესტილ 3 სხვადასხვა კატეგორიაში ვიზუალების გენერირებას ახდენდა, მეორე კი EEG მონაცემებს ხმაურად გარდაქმნიდა. შემდეგ, ამ მონაცემებითა და AI ტექნოლოგიის კომბინაციით, იმ ვიზუალების ზუსტი გამოსახულება შექმნეს, რასაც ადამიანი, რეალურ დროში, ამ კვლევის პროცესში უყურებდა.

რატომ ფიქრობენ საუკეთესო CEO-ები სამსახურის დატოვებაზე

10 მიზეზი, რატომ უნდა გააკეთო არჩევანი CARU-ზე