in

AI-სა და ადამიანური გამოცდილების სინთეზი ელფოსტის მარკეტინგში

დღევანდელი ციფრული მარკეტინგისთვის ხელოვნური ინტელექტი ნამდვილი გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები მრავალ სასარგებლო საქმეს გვიკეთებს, მხოლოდ მათზე დაყრდნობით სასურველი შედეგის მიღება ჯერ კიდევ სარისკოა, განსაკუთრებით მარკეტინგულ კამპანიებში. 

მაგალითისთვის რომ განვიხილოთ იმეილ მარკეტინგი, გეტყვით, რომ AI ნამდვილად გეხმარებათ, მაგრამ თქვენი სტრატეგიული აზროვნება და აბონენტებზე გრძელვადიანი დაკვირვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ელფოსტით კომუნიკაციაში წარმატების მისაღწევად.

როგორ გამოვიყენოთ AI მარკეტინგული მიზნებისთვის?

ელფოსტის მარკეტინგისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ამოცანას უფრო ეფექტურს გახდის. თუმცა, ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ კრეატიული მეილების გაგზავნა მარტივი საქმე არ არის, ამიტომ AI შედეგების უბრალოდ კოპირება და ჩასმა არ არის გზა ინსპირაციული კონტენტისკენ.

ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე ხელსაწყოს, რომლებიც შეგიძლიათ ელფოსტის მარკეტინგის დაგეგმვის, შექმნისა და ოპტიმიზაციისთვის გამოიყენოთ. ასევე, შევეხებით იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რომლის გარეშეც მსგავსი კომუნიკაციის დაგეგმვა შეუძლებელია და ეს არის მარკეტერთა უნარები და ცოდნა.

AI, როგორც ნებისმიერი ტექნოლოგია, უზრუნველყოფს ფუნქციას, ის დავალების შესრულების საშუალებაა.  მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ როგორ არის მისთვის ეს ამოცანა მიცემული. ამას კი ადამიანები ვაკეთებთ. თუ ჩვენ AI-ს არასწორად დავუსახეთ ამოცანა, შედეგსაც არასწორს მივიღებთ, რადგან მას თავად არ შეუძლია იმის გადაწყვეტა, სწორია ამოცანა თუ არა. 

როცა საქმე ელფოსტის მარკეტინგს ეხება, AI-ს შეუძლია დაგეხმაროთ რამდენიმე ამოცანის ეფექტურად შესრულებაში.

  • თანმიმდევრობა და დაგეგმვა
  • კონტენტის შექმნა
  • სეგმენტაცია, ავტომატიზაცია და პერსონალიზაცია
  • დროის ოპტიმიზაცია
  • შეტყობინებები და ტესტირება

ქვემოთ მოცემულია დღეს არსებული AI გადაწყვეტილებების სია, შექმნილი Twist Consultancy-ის მიერ. როგორც წესი, ეს გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომია როგორც დამოუკიდებელი ფუნქციები, როგორიცაა ChatGPT და Grammarly, ან ინტეგრირებულია Martech პლატფორმებში, როგორიცაა CleverTap.

Jasper – მარკეტინგული პლატფორმა კონტენტის შესაქმნელად. 

Rytr – ასისტენტი, რომელიც ხარისხიანი ტექსტის დაწერაში გეხმარებათ.

phrasee – კონტენტის გენერატორი თქვენი მეილის subject ხაზისთვის, სათაურისთვის და CTA-სთვის. 

Grammarly – გრამატიკული შეცდომების, მართლწერის შესამოწმებელი ხელსაწყო.

Smartwriter – B2B ბიზნესისთვის გათვლილი პლატფორმა იმეილების შესაქმნელად.

ChatGPT – ტექსტების გენერატორი ქოფების დასაწერად.

rasa.io – იმეილის ტექსტის დასაწერი ავტომატური ხელსაწყო.

optimove – თვითოპტიმიზაციაზე ორიენტირებული პლატფორმა, რომელიც სეგმენტაციაზეც მუშაობს.

CleverTap – სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლების სეგმენტებად დაჯგუფებაში გეხმარებათ.

seventh sense – სპეციალური დიზაინის მქონე ელფოსტის გაგზავნის ოპტიმიზაცია.

MOTIVA AI – ის ახდენს დროის ოპტიმიზაციას, გვაძლევს მესიჯის მულტივარიაციებს და ალაგებს მონაცემთა ბაზებს.

ამ ხელსაწყოების გამოყენება ამარტივებს მრავალ პროცესს, თუმცა მეტი კრეატიულობისთვის ადამიანის ჩართულობა მნიშვნელოვანია. მაგალითად, თუ დასაგეგმი გვაქვს კამპანია ვებინარისთვის, შეგვიძლია უბრალოდ მივმართოთ ChatGPT-ს და ვთხოვოთ შექმნას ეს კამპანია. შემდეგ დავაკოპირებთ მას და მოვათავსებთ იმეილ კამპანიაში, მაგრამ აქ ხაზგასასმელია ის, რომ გავითვალისწინოთ კონტექსტი და მიდგომა ამოცანის მიმართ. როგორ ვაყალიბებთ და მოვითხოვთ დავალებას, ეს თავისთავად უნარია, რომელსაც ადამიანები, გამოცდილი მარკეტერები ფლობენ.

რა რეალობას მივიღებთ, ტემპერატურამ 100 გრადუსს რომ მიაღწიოს?

ნახეთ: ფოტოგრაფი მოცურავეების ეთერულ სამყაროში