in

რა გამოწვევებს უქმნის AI ეპოქა და ახალგაზრდების დასაქმებას?

ხელოვნური ინტელექტის რევოლუცია სულ უფრო მეტ სფეროს ცვლის და როგორც ახალი კვლევა გვიჩვენებს, ამ ცვლილებების პირველი სამიზნე სწორედ ახალგაზრდა სპეციალისტები არიან.

სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა საინტერესო დასკვნა გააკეთეს – 22-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომლებიც AI-ით ყველაზე მეტად დაზარალებულ სფეროებში მუშაობენ, დასაქმების 13%-იანი შემცირება შეეხოთ. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემია პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისა და მომხმარებელთა მხარდაჭერის სფეროებში.

Automatic Data Processing-ის სახელფასო მონაცემების ანალიზისას მკვლევარებმა ეს ახალგაზრდა სპეციალისტები „კანარის ჩიტებად” მოიხსენიეს – პირველი ინდიკატორები იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს შრომის ბაზარზე AI-ის შემდგომი ინტეგრაციის პირობებში.

საინტერესოა, რომ ამერიკელთა 71% უკვე შეშფოთებულია სამუშაო ადგილების დაკარგვის პერსპექტივით. Anthropic-ის CEO დარიო ამოდეი კი პროგნოზირებს, რომ ხელოვნური ინტელექტი საბოლოოდ „თეთრსაყელოიანი“ სამსახურების ნახევარს გააქრობს.

თუმცა, არ ღირს პანიკაში ჩავარდნა! კვლევამ აჩვენა, რომ უფროსი ასაკის სპეციალისტები იმავე სფეროებში მსგავს შემცირებას არ განიცდიან. უფრო მეტიც, ზოგიერთ საწყის პოზიციაზე სამუშაო ადგილების ზრდაც კი შეინიშნება. როგორც ყველაფერი ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით, ამ საკითხზეც რთულია ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა. თუმცა, ერთი რამ ცხადია: თუ ტექნოლოგიურ სფეროში იწყებთ კარიერას, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ კონკურენცია მძაფრდება და ადაპტაციის უნარი ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევა ხდება.

წყარო: Mashable

„იმიტომ, რომ მე ასე ვთქვი!” – რატომ აღარ მუშაობს ლიდერებისთვის ეს მიდგომა

სად ვუყუროთ საკალათბურთო ნაკრების თამაშებს? – გაეცანით საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებებს