in ,

AI-მ ღვინის ეტიკეტი შექმნა

დღეს Maison de la Muse-ის შეფუთვაზე გესაუბრებით, რომელმაც ეტიკეტის გენერირება ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყო Midjourney-ის დაავალა. ბრენდის სახელი House of the Muse-ადაც ითარგმნება, რითაც იმ ინსპირაციულ სივრცეზე მიგვითითებენ, რომელშიც შემოქმედებითობა და ხარისხი ერთმანეთს ერწყმის. ზუსტად ეს კონცეფციაა ასახული აბსტრაქტულ, თუმცა ამასთან, ენერგიულ სტილში რომელიც ეტიკეტისთვის შეარჩიეს და ასე შარდონეს სუფთა, ორგანული არსიც გვაჩვენეს.

BOG
BOG

თავად პროექტი ორმხრივ მიდგომას აერთიანებს, ჯერ ის, რომ Midjourney გამოიყენებოდა გამოსახულების შესაქმნელად, ხოლო მეორე ის, რომ დიზაინი, ჩარჩოები და ტიპოგრაფია ტრადიციული ხელსაწყოების გამოყენებით შექმნეს, იქნება ეს Photoshop თუ Illustrator.

თუმცა ეს პროექტი ექსპერიმენტების მოყვარული ბრენდისთვის უფრო ფართო სერიების ნაწილია, რომელიც შეისწავლის AI ასისტენტების გამოყენების შემოქმედებით გზებს შეფუთვის დიზაინში. ამგვარად, სერიების მიზანია, გამოიკვლიოს, როგორ შეუძლია AI-ს დიზაინის პროცესის გაუმჯობესება და უნიკალური ,მაღალხარისხიანი პროდუქტების შექმნის ხელშეწყობა. ხოლო ის, თუ რა პასუხი მიიღო ამაზე Maison de la Muse-მა, ეს თავად შეგიძლიათ, ნახოთ:

Apple-მა 2024 წლის საუკეთესო თამაშები და აპლიკაციები დაასახელა!

გაიცანით 500 Global in Eurasia-ს მონაწილე სტარტაპი YAYA – აპლიკაცია, რომელიც ბავშვების კლასგარეშე აქტივობების დაგეგმვაში დაგეხმარებათ