ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურად ახალ როლებს ირგებს, ქართულ ელექტროინდუსტრიაშიც მნიშვნელოვანი სიახლე გამოჩნდა, პირველად საქართველოში ელექტროინდუსტრიას საკუთარი AI ექსპერტი ჰყავს.
„უჩა“ ელექტროინდუსტრიის პირველი ციფრული ამბასადორი და AI ექსპერტია, რომელიც დაიბადა იმისთვის, რომ ენერგეტიკის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ელექტროპროდუქციის შესახებ კომუნიკაცია უფრო მარტივი, თანამედროვე და ადამიანური გახდეს.
როგორც თავად უჩა ამბობს, მისი მიზანია, იყოს მომხმარებლის მეგობარი და სანდო მრჩეველი ყველა იმ საკითხში, რაც ენერგიასა და ინოვაციებს უკავშირდება.

უჩა საკუთარ საქმიანობას ელვარე ელექტრო მარკეტის ინოვაციური და მულტიბრენდული შოურუმიდან იწყებს, სივრციდან, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიები და სწორედ ინოვაციური პროდუქცია ერთიანდება. უჩა აღნიშნული სივრციდან გეგმავს აუდიტორიასთან რეგულარულ ჩართვებს, სადაც სხვადასხვა პროდუქტებს, ბაზრის ტენდენციებს, სიახლეებსა და პრაქტიკულ რჩევებს გააზიარებს.
უჩასთვის ელექტროინდუსტრიის სფეროში მომხმარებლებისათვის ცნობიერების ამაღლება და ცოდნის გაზიარება უმთავრესი სამიზნეა, რასაც ის დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით ეკიდება.
პირველ ვიდეომიმართვაში უჩა – AI ექსპერტი მაყურებელს საკუთარ გარემოს აცნობს და ამბობს, რომ მომავალ ჩართვებში კონკრეტულ საჭიროებებსა და ტექნოლოგიურ სიახლეებზე უფრო დეტალურად ისაუბრებს.
პროექტის მთავარი იდეა ტექნოლოგიისა და მომხმარებლის დაახლოებაა ფორმატით, რომელიც ინფორმაციის მიღებას უფრო ინტერაქციულსა და მარტივს ხდის.
ელექტროინდუსტრიაში AI პერსონის გამოჩენა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ თანამედროვე ბიზნესისთვის ინოვაცია მხოლოდ პროდუქტი აღარ არის, ის უკვე კომუნიკაციის სტილიც გახდა.
უჩას მთავარი გზავნილიც სწორედ ამას უსვამს ხაზს „ენერგია და მოძრაობა მხოლოდ ელექტრო პროდუქციაში კი არა, ადამიანების ცხოვრებაშიც უნდა იგრძნობოდეს.“












