in

მალე Google Photos-ს AI ფუნქციები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება!

Briano.ai
Briano.ai

სწორი რედაქტირების ხელსაწყოებით საუკეთესო ფოტოების მიღებაა შესაძლებელი. ამაში კი ახლა Google დაგეხმარებათ. უფრო ზუსტად რომ გითხრათ Google Photos რამდენიმე ისეთი ფუნქცია ემატება, რომლებიც თქვენი ფოტოების პროფესიონალურ დონეზე რედაქტირების საშუალებას მოგცემთ, იქნება ეს ფონების წაშლა თუ დაბინდული გამოსახულების გამოსწორება. 

თუმცა არ გეგონოთ, რომ ეს მხოლოდ პრემიუმ გამომწერებისთვისაა ან ქვეყნებით შეზღუდულია — 15 მაისიდან Magic Eraser-ის, Photo Unblur-ისა და Portrait light-ის AI რედაქტირების ხელსაწყოები ნებისმიერი ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომლებიც Google Photos იყენებენ. დიახ, ამისთვის გამოწერა არ დაგჭირდებათ. აღნიშნულ ფუნქციებზე წვდომას მრავალი მოწყობილობიდან მიიღებთ და მათ შორის Pixel-ის პლანშეტებიცაა.

გასულ წელს გუგლმა Magic Editor Pixel 8-სა და Pixel 8 Pro-ზე დაამატა. გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, იგი კომპლექსური ფოტო რედაქტირებების გაკეთების საშუალებას აძლევდა მომხმარებლებს მარტივი და ინტუიციური ქმედებებით, როგორებიცაა სუბიექტის გადაადგილება ან ნაცრისფერი ცის ცისფრად ქცევა. ახლა კი ეს ფუნქცია უკვე Pixel-ის ყველა მოწყობილობაზე იქნება ხელმისაწვდომი. 

Google Photos როგორც iOS, ისე Android მომხმარებლები ყოველთვიურად Magic Editor-ის 10 უფასოდ შენახვის შესაძლებლობას მიიღებენ. თუმცა უფრო მეტი რაოდენობისთვის Premium Google One plan ან Pixel-ის მოწყობილობა იქნება საჭირო…

მეცნიერები საბოლოოდ ამბობენ, რისგან შედგება მთვარის ბირთვი

Google-მა საკულტო ლოგო საჰაერო ფოტოებით ააწყო