7
Mar
2019

ხელოვნური ინტელექტის მომავალი – რას ფიქრობენ ილონ მასკი, ბილ გეითსი, ლარი პეიჯი და სხვები

7 Mar 2019

თანამედროვე სამყაროში, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები სწრაფად ვითარდება. ტექნოლოგიური ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებს მის მომავალზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ. როგორ განვითარდება ხელოვნური ინტელექტი და რა განვლენას მოახდენს ჩვენზე?!

statiebi-bog
statiebi-bog

ჯეფ ბეზოსი (Amazon-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი): ეს უფრო გააძლიერებს და ახალ შესაძლებლობებს მისცემს ბევრ ბიზნეს, სამთავრობო თუ საქველმოქმედო ორგანიზაციას. პრინციპში, არ არსებობს ინსტიტუცია, რომლის განვითარებასაც ხელს არ შეუწყობს.

ილონ მასკი: (Tesla-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი: [მომავალში] ადამიანთა ცივილიზაციის არსებობის ძირითადი რისკ-ფაქტორი ხელოვნური ინტელექტია.

მარკ ზაკერბერგი (Facebook-ის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი): ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ცხოვრების ხარისხს უკეთესობისკენ შეცვლის. მის განვითარებას ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ.

ბილ გეითსი (Microsoft-ის დამფუძნებელი): არ მგონია, რომ პანიკის საფუძველი გვქონდეს. მაგრამ ვერც იმ ხალხს დავეთანხმები, ვინც ამბობს, რომ ამ საკითხზე საერთოდ არ უნდა ვიფიქროთ.

ლარი პეიჯი (Google-ის თანადამფუძნებელი): ბევრი არაჩვეულებრივი მიღწევის მოწმეები გავხდებით. თუ დღეს გვაქვს კომპიუტერები, რომელიც უფრო და უფრო მეტ საქმეს აკეთებს, მომავალში, ხელოვნური ინტელექტი შეცვლის ჩვენს წარმოდგენს, ზოგადად, მუშაობაზე.

მარკ კუბანი: (NBA-ს გუნდის, Dallas Mavericks-ის მფლობელი): მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდება ის, ვინც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს სრულად აითვისებს და იმ მიმართულებით გამოიყენებს, ჩვენ რომ არც გვიფიქრია.

 



განხილვა