in ,

პლატფორმა, რომელიც AI გენერატორის საშუალებით პერსონალიზებულ მუსიკას ქმნის

ბრიტანულმა სტარტაპმა Flowful თავისი პლატფორმის შესახებ განაცხადა, სადაც ახალი ტექნოლოგია AI გენერატორის საშუალებით, უნიკალური პერსონალიზებული ემბიენთ მუსიკის შექმნა შეგიძლიათ. Flowful-ის დახმარებით, მომხმარებლები ირჩევენ უსასრულო სიგრძის, გენერირებულ ხმებს, რომელსაც შეუძლია მსმენელი შთაგონების მდგომარეობაში გადაჰყავს.

ეს ხმები აღწერილია, როგორც „ადამიანების მიერ შექმნილი და AI-ის მიერ შესრულებული“. ადამიანის მიერ შერჩეულ აუდიოს AI ალგორითმი ტონებსა და ინტერვალებს შეურჩევს. ეს პროცესი რეალურ დროში მუშავდება, ამდენად, ყოველ ჯერზე, უნიკალური ხმის მიღება შეგიძლიათ.

პლატფორმის მიერ შექმნილი მუსიკა თქვენთვის კონცენტრირებული განწყობის შექმნას ისახავს მიზნად. ის არ არის ალგორითმული, ამდენად ტრეკი შეიძლება დაუსრულებელიც იყოს და ნაკადის მდგომარეობაში გადაჰყავდეთ. არ არის ხარვეზი, არც წყვეტა, არც რეკლამა ან სხვა ხელისშემშლელი ფაქტორი, რაცთქვენს სიმყუდროვეს დაარღვევდა.

Flowful-ში თვლიან, რომ პლატფორმის მთავარი უპირატესობა უწყვეტობაა, ხოლო მუსიკალური შესაძლებლობები სხვა პლატფორმებსაც აქვთ. Flowful-ის მუსიკა ყოველთვის უნიკალურია, უსასრულო და დახვეწილი, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ მუშაობას შეუდგეთ.

იმ პირობებში, როცა ადამიანი და მანქანა ერთმანეთს ფარულად ებრძვიან, უპირატესობის მოპოვებისკენ, ვიწყებთ ფიქრს, შეძლებს თუ არა AI ხელოვნების, კოდისა და მწერლობის სფეროების გარდა, მუსიკის მოცვასაც.

გენერაციული მუსიკალური სისტემები ახალი არ არის. ბრაიან ენომ 70-იან წლებში გამოიყენა ტერმინი „ემბიენთ მუსიკა“ და მუსიკის შექმნისას ხშირად იყენებდა ჩახვეულ ფირსა და კასეტებს, რომლებიც წარმოქმნიდნენ უნიკალურ ხმებს. ქარის ხმები და მათი ვარიაციები ათასწლეულების განმავლობაში არსებობს. Flowful-ის მიერ ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ქმნის უფრო მარტივ გზას მუსიკის შესაქმნელად, თუმცა საბოლოო ჯამში, სჯობს თავად გამოცადოთ და განსაჯოთ.

„პერსონალიზაცია“, რომელიც ვახსენეთ გასაკვირად მოქნილია, ვიდრე სხვა, უფრო მოწინავე ალტერნატივა, თუ ვიმსჯელებთ, თუ რა სურს მომხმარებელს. Flowful-თან ერთად, თქვენ უბრალოდ ირჩევთ ხმების ვერსიებს, რაც ერთიან მუსიკაში უნდა გაერთიანდეს. ეს შეიძლება იყოს კაფეების ხმაური, წვიმა ან სხვა. პერსონალიზაცია შესაძლებელია ყველა იმ ელემენტის კორექტირებით, რომლებიც შეარჩიეთ.

Flowful ლონდონში მდებარეობს და მას ერთი ადამიანი ქმნის, რომელიც თავად ქმნის პროდუქტს. Flowful ამჟამად მხოლოდ ვებგვერდის ფორმითაა, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა მოწყობილობიდან. ის ხელმისაწვდომია “freemium” მოდელით, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერს შეუძლია გამოიყენოს პროდუქტი, შემდეგ კი, თუ დამატებითი ფუნქციებით სარგებლობა სურს, ისარგებლოს ფასიანი სერვისებით. არსებობს Flowful-ის Android-ის მობილური აპი, რომელიც ხელმისაწვდომია Beta-ში, iOS აპლიკაცია, ამჟამად, დამუშავების პროცესშია.

 

წყარო: martechseries

Zoom-ის ავატარი ანიმაციურ პერსონაჟად გაქცევთ

აშშ-ში ფუტკრების გადასარჩენად ვაქცინას გამოიყენებენ