in ,

Still G.I.N-ის რეკლამაში AI-ით ფრენკ სინატრა და სემი დევისი „გააცოცხლეს“!

Dr. Dre-მ და Snoop Dogg-მა ორი თვის წინ 35-დოლარიანი ჯინი გამოუშვეს, ახლა კი Still G.I.N-ის რეკლამაში ხელოვნური ინტელექტით მუსიკის ლეგენდები ფრენკ სინატრა და სემი დევისი გააცოცხლეს. რეკლამა რომ ვარსკვლავებით გაჯერებულია, ამას აღნიშვნაც არ სჭირდება, თუმცა კულმინაცია მრგვალ მაგიდასთან ხდება, როცა ოთხივე საკულტო ფიგურა მუსიკის, ინოვაციებისა და მარადიულობის სადღეგრძელოს ამბობს — ასე გვიმტკიცებენ, რომ ხელოვნება, კარგი ჯინის მსგავსად, დროს არაფრად აგდებს და ასაკთან ერთად უკეთესი ხდება…

Dre-სა და Snoop-ის, როგორც Rat Pack-ის თანამედროვე წევრების წარმოჩენით კამპანია რა იქნებოდა სცენარს ასახავს, რომლითაც გვაჩვენებს, როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ადამიანის შემოქმედებითობის გაძლიერება ისე, რომ ჩრდილი არ მიაყენოს მას. 

აღსანიშნავია, რომ კამპანიაზე Rosewood Creative-თან ერთად იმუშავეს და Metaphysic-ის თანამედროვე გენერაციული AI-იც გამოიყენეს. თუმცა, რადგან საქმე ფრენკ სინატრასა და სემი დევისის გაცოცხლებას ეხებოდა, ეს ფრთხილ და მჭიდრო თანამშრომლობას საჭიროებდა. ამიტომაც, პროცესში, სხვებთან ერთად, ტინა სინატრაც იყო ჩართული, ფრენკ სინატრას ქალიშვილი, რომელიც მიღებულ შედეგს საოცარ და სიურრეალისტურ რეკლამად აღწერს.

„საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი ჩვენი ერის არჩევანია!” – „აი სი არ ჯგუფის” განცხადება

იანვარში Nokia დიზაინის არქივში ჩაგვახედებს