in

რომლებია საუკეთესო AI ფოტოგენერატორები

ახლახან დაასრულეთ სტატიის წერა და ეძებთ უფასო ფოტოს, რომელიც მისი ვიზუალურად გამდიდრებისთვის გამოგადგებათ? მაგრამ თან ისეთი სურათი გჭირდებათ, რომელიც კარგად მიესადაგება თქვენს დაწერილ შინაარსს და არც მთლად ძალიან გავრცელებულია? ეს პრობლემა კარგად გვესმის, ამიტომ ვეცდებით, დღეს შემოგთავაზოთ მისი გადაჭრის გარკვეული ხერხები. საბედნიეროდ, ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები უკვე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო მრავალფეროვანი კონტენტი შევქმნათ.

ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი პლატფორმა DALL·E 2, რომელიც გამოსვლის დღიდან ხან შიშს იწვევს ხალხში და ხან გაკვირვებას, მაგრამ გადასარევად ეხმარება ადამიანებს ფოტოების გენერირებაში. 400-სიმბოლოიან მოთხოვნაზე დაყრდნობით მას შეუძლია ორიგინალური სურათების დამუშავება.

რამდენიმე რჩევას მოგცემთ, თუ როგორ გამოიყენოთ პროგრამა…

ზოგადად, რაც უფრო კონკრეტულია მოთხოვნა, მით უკეთესი. მიუთითეთ, გსურთ თუ არა ახლო ხედის სურათი ან კონკრეტული კუთხე. გამოიყენეთ ზედსართავი სახელები, რომლებსაც არ აქვთ ბევრი და ორაზროვანი მნიშვნელობა. მიაწოდეთ საკმარისი კონტექსტი სისტემას, რათა ესთეტიკური ვიზუალის შექმნა შეძლოს. 

როგორც ამბობენ, თავად DALL·E 2-ის შემქმნელებმაც კი არ იციან, რა შეუძლია სისტემას თავიდან ბოლომდე და ცდებსა და შეცდომებზე არიან დამოკიდებულნი. 

Craiyon (ყოფილი DALL·E Mini): უფასო პროგრამაა პირადი გამოყენებისთვის, რომელიც ბორის დეიმამ შექმნა. Craiyon-ის საშუალებით გენერირებული სურათები შეიძლება გამოყენებულ იქნას პირადი სარგებლობისთვის. მათი გაზიარება შეგიძლიათ მეგობრებისთვის ან შეგიძლიათ დაბეჭდოთ მაისურზე. 

რაც შეეხება კომერციულ გამოყენებას, Craiyon-ს თავისი წესები აქვს. თუ თქვენ ხართ ფიზიკური პირი ან კომპანია, რომლის მთლიანი წლიური შემოსავალი ერთ მილიონ დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებს, შეგიძლიათ გამოიყენოთ სურათები ფინანსური სარგებლისთვის, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ პროგრამა ითხოვს  20%-იან ანაზღაურებას ბლოკჩეინ ტრანზაქციებიდან ნებისმიერ შემოსავალზე, როგორიცაა NFT-ების გაყიდვა.

Midjourney: შეუერთდით Discord Channel-ს

გენერაციული AI ხელოვნების ხელსაწყოს Midjourney-ის შემქმნელებმა გახსნეს თავიანთი დახურული ბეტა კარი, რაც საშუალებას აძლევდა ნებისმიერ მსურველს, შეერთებოდა მათ Discord არხს და სტილისტური რენდერები შეექმნა 25 უფასო მოთხოვნის გამოყენებით. ბეტა ამჟამად მუშაობს მთლიანად Discord-ის მეშვეობით და მომხმარებლები წერენ მოთხოვნებს პირდაპირ ჩატის ინტერფეისში, საიდანაც იღებენ შეტყობინებებს ბოტისგან, რომელიც აჩვენებს მათ გამოსახულების რენდერს რეალურ დროში.

DALL-E-სგან განსხვავებით, Midjourney, როგორც ჩანს, განსაკუთრებით აჯობებს გარემოს შექმნაში, განსაკუთრებით კარგად აგენერირებს ფანტასტიკურ და დისტოპიურ სამეცნიერო სცენებს დრამატული განათებით, რომელიც ჰგავს ვიდეოთამაშის კონცეპტუალურ ხელოვნებას.

ყველაზე იაფი სააბონენტო გეგმა იძლევა წვდომას 200 სურათზე 10 დოლარად/თვეში, ხოლო პრემიუმ პაკეტი საშუალებას იძლევა შეუზღუდავი გენერაციები განახორციელოთ 30 დოლარად/თვეში. Craiyon-ის მსგავსად, Midjourney-საც თავდაპირველად ჰქონდა დებულება NFT-ების მოპოვებასთან დაკავშირებით (მომხმარებლებისგან მოითხოვდა 20%-ის ყოველთვიურად გადახდას 20000$-ზე მეტ შემოსავალზე, რომელიც წარმოიქმნება ბლოკჩეინის ტექნოლოგიებიდან), მაგრამ შემქმნელებმა შემდეგ ამოიღეს ეს პირობა უფრო მისაღები პირობების სასარგებლოდ. 

სხვა ალტერნატივები, როგორიცაა Wombo Art, NightCafé Studio და StarryAI გვთავაზობენ დამატებით – თუმცა უფრო მარტივ – ინსტრუმენტებს აბსტრაქტული, ფანტასტიკური სტილის სურათების შესაქმნელად, თუმცა არა ისეთივე სიზუსტით, როგორც ზემოთ აღწერილი სისტემები.

თავის მხრივ, Meta ამჟამად ატარებს ექსპერიმენტებს საკუთარ საძიებო კვლევის კონცეფციაზე, სახელწოდებით Make-A-Scene, რომელიც მიზნად ისახავს, აჩვენოს ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი, დაეხმაროს ადამიანებს, რომ გააცოცხლონ თავიანთი ფანტაზია.

AI ხელოვნების თაობამ, რა თქმა უნდა, დიდი გზა გაიარა DeepDream-ის დროიდან. მიაღწევს თუ არა წარმატებას ეს სისტემები რასობრივი და სექსისტური სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლაში, ჯერ კიდევ გასარკვევია.

„თეგეტა მოტორსმა“ საქართველოში კიდევ ერთი გლობალური ბრენდი – PETRONAS შემოიყვანა

როგორ უნდა გაზარდოთ გაყიდვები ჰიპერ პერსონალიზაციით?