in

რა საფრთხეებს შეიცავს AI-ს მიერ გენერირებული ტექსტები თქვენი გვერდის რეიტინგისთვის

„გუგლმა” გამოაცხადა, რომ ცვლის თავის ალგორითმს, რათა კონტენტი “by people, for people” უფრო მაღლა იყოს, ვიდრე SEO-ს მიხედვით გაწერილი შინაარსი. მაგრამ რას ვამბობთ მანქანების მიერ დაწერილ კონტენტზე? მივიდა თუ არა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტი იქამდე, რომ არ დააზარალებს გვერდის რეიტინგს?

Google ამბობს, რომ რასაც „ავტომატურად გენერირებულ კონტენტს“ ვუწოდებთ, არის სპამი და მისი სახელმძღვანელო პრინციპების დარღვევა. ეს წესი, დაწერილი იმ დროს, როდესაც ხელოვნური ინტელექტი არც ისე დახვეწილი იყო, პირველ რიგში, ეხებოდა თამაშის ძიების მცდელობებს. მას შემდეგ, არაფორმალური დისკუსიების დროს, კომპანიის ოფიციალურმა პირებმა მიუთითეს, რომ ისინი უფრო დაინტერესებულნი არიან კონტენტის ხარისხით, ვიდრე იმით, ვინ ან რამ შექმნა იგი.

AI კონტენტის გენერატორები იგონებენ ფაქტებს

Contentbot, Jasper.AI, Copy.AI და Quillbot მხოლოდ რამდენიმე კომპანიაა იმ გრძელი სიიდან, რომელიც ახლა გთავაზობთ AI-ზე დაფუძნებულ სერვისებს კონტენტის გენერირებისთვის. Contentbot-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ დროისთვის AI-ს არ შეუძლია დამოუკიდებლად კარგი შინაარსის გამომუშავება და რომ მისი კომპანია არ აძლევს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ფულებას სამედიცინო, იურიდიულ ან ფინანსურ სფეროებს, რათა მან არ დაამახინჯოს ფაქტები.

ეს სისტემები საუკეთესოა სიუჟეტის იდეების გენერირების, რეკლამებისა და ელ.ფოსტის კოპირების, ენის გაუმჯობესებისა და პერიფრაზირებისთვის.

ამ შემთხვევებში ტექსტები, რომელთაც AI აგენერირებს ხშირად ჟღერს, როგორც ექსპერტის დაწერილი

დუნკანმა სთხოვა Contentbot-ს, დაეწერა რამე ერგონომიული საოფისე ავეჯის შესახებ და დაახლოებით ამ შინაარსის ტექსტი მიიღო:

„ერგონომიული ავეჯი შექმნილია იმისთვის, რომ გაზარდოს კომფორტი და პროდუქტიულობა სამუშაო ადგილზე. ბევრი თანამშრომელი დიდ დროს ატარებს ოფისში და უმეტეს შემთხვევაში დღის უმეტეს ნაწილს ატარებს მჯდომარე პოზიციაში. არაერთი კომპანიაა, რომელიც აწარმოებს ერგონომიულ ავეჯს…”

დუნკანი დასძენს, რომ შეიძლება მსგავსი ტექსტი ნამდვილად არ გამოდგეს დოკუმენტაციის საწერად, მაგრამ ის ნამდვილად მოგცემთ ინფორმაციას იმის შესახებ, რასაც ეძებთ.

იმოქმედეთ ახლავე

დუნკანი ასევე გვაფრთხილებს, რომ ეს სისტემები შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი საქმის გასაკეთებლად, როგორიცაა პროდუქტის ყალბი მიმოხილვების წარმოება. ის თვლის, რომ კომპანიებმა ახლა უფრო მეტი ზომები უნდა მიიღონ, რათა ეს არ მოხდეს.

ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა არის ის, რომ OpenAI, რომლის სისტემაც საფუძვლად უდევს კონტენტის გენერირების ყველა სისტემას, ძალიან ფრთხილობს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის შეუძლია გამოიყენოს მათი პროდუქტი. ეს არის სისტემა, რომელიც აკეთებს ყალბი კონტენტის იდენტიფიცირებას და უგზავნის გაფრთხილებას მის შემქმნელებს. როდესაც ის ხედავს ისეთ შინაარსს, რაზეც კომპანიას არ სურდა, რომ დაეწერათ, მაგალითისთვის ავიღოთ დიაბეტი, AI დაუყოვნებლივ აწვდის კომპანიას ამის შესახებ ინფორმაციას და მას შეუძლია ამის წაშლა. ამ შემთხვევაში, ეს არის ისევ ადამიანი, რომელიც ეხმარება AI პროცესს სწორად ფუნქციონირებაში. 

ინკლუზიური ფოტოგრაფიის როლი მარკეტინგში

Ad Black Sea 2022-ს ჯონ პალანტი ეწვევა!