თუ ძველი საბეჭდი მანქანების მიმართ სენტიმენტალურად ხართ განწყობილი, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს — მანამდე ინჟინერი, ახლა კი უკვე დიზაინერი არვინდ სანჯეევი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით Ghostwriter-ის საბეჭდ მანქანას ქმნის.
Brother-ის ვინტაჟური საბეჭდი მანქანის შთაგონებით, Ghostwriter კრემისფრის, ნაცრისფრისა და ნარინჯისფრის კომბინაციებით არის შექმნილი. მსგავსად, თბილ და მიმზიდველ ესთეტიკასაც გვთავაზობს. OLED ეკრანიც აქვს და ორი ღილაკი, რათა დარწმუნდეთ, რომ AI-ის კონტროლი შეგიძლიათ.
Ghostwriter-ზე ბეჭდვის პროცესში, როგორც სურათზე ხედავთ, პროცესები Arduino-ს, Raspberry Pi-სა და GPT-3-ს API-ს დახმარებით მიმდინარეობს.
ამგვარად, დიზაინერი ქაღალდისა და მელნის ეპოქაში გვაბრუნებს… ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების საბეჭდ მანქანაში გაერთიანებით მან მოახერხა, მაქსიმალურად აიცილოს თავიდან „ციფრული ყურადღების გაფანტვა“ და „ემოციურ მოგზაურობაშიც“ წაგვიყვანოს.