„ჩემი ხელოვნება სცენურია და ყოველთვის ვცდილობ, განწყობა გამოვიჭირო, რომელსაც შემდეგ ნამუშევარში ჩავდებ”, – სანჩიტ სავარია, ინდოელი გრაფიკოს დიზაინერი ასე აღწერს თავის შემოქმედებას. მისი პორტფოლიოდან გამოსჭვივის ენერგია, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ის თავის საქმეს ასე მოიხსენიებს.
სანჩიტის ნამუშევრები ხშირად ექსპერიმენტულია. მისი 3D ასოები და მონახაზები აფართოებს ჩვენს გაგებას იმის შესახებ, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი დიზაინის საშუალებით. აქამდე ის მუშაობდა პროექტებზე: Bombay, Plenty და Stompy. ახლახან კი &Walsh-თან დაიწყო მუშაობა. ერთ-ერთი ბოლო პროექტი, რომელსაც არტისტი წარმოგვიდგენს, არის Gan Experiments.
ამ პროექტის დაწყება დიზაინერმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც NVIDIA-ს ჯერ კიდევ ბეტა ეტაპზე მყოფ ხელსაწყოს, GauGau-ს წააწყდა. ხელოვანი მოიხიბლა იმით, რომ პროგრამას, მანქანური სწავლების მეშვეობით, სურათების შექმნა შეუძლია. მასზე დაყრდნობით, არსებობს ორი „ნეირონული ქსელი“, რომელთაგან ერთი, ანუ GAN – არის გენერატორი, რომელიც ქმნის გამომავალს და მეორე, „დისკრიმინატორი, რომელიც ადარებს გამომავალს რეალურ სურათთან. მაშასადამე, საბოლოო სურათი შედგენილია დისკრიმინატორისგან და მაყურებელს არ შეუძლია თქვას, რომელია რეალური ან გენერირებული.
ამ ექსპერიმენტების კონტექსტში, სანჩიტმა დაიწყო საკუთარი პეიზაჟების აგება. ის იყენებს GauGau-ს მიერ შემოთავაზებულ ობიექტებს, რომლებიც ძალიან რეალისტურად გამოიყურება. ამ ობიექტებს შემდეგ ის ხატავს თავისი ფანტაზიით.
Gan Experiments არის პროექტის ტიპი, რომელიც გაიძულებთ, გადააფასოთ ჩვენი ურთიერთობა ტექნოლოგიასთან. იმის ნაცვლად, რომ შეგვაშინოს იმ აზრმა, თუ რამხელა კონტროლის აღება შეუძლიათ ბოტებს, ის გვიჩვენებს მხატვრულ საოცრებებს, თუ რისი მიღწევა შეიძლება ადამიანსა და მანქანას შორის ფრთხილი ბალანსის მეშვეობით.