in ,

ახალ AI მოდელს გულის შეტევისა და ინსულტის პროგნოზირება შეუძლია

ხელოვნური ინტელექტის ახალ მოდელს, რომელიც ღრმა სწავლების მეთოდს იყენებს, გულის შეტევით ან ინსულტით სიკვდილის 10-წლიანი რისკის პროგნოზირებას ემსახურება. ამისათვის კი რენტგენის ტექნოლოგიას იყენებს. კვლევის შედეგები წარმოდგენილი იყო 29 ნოემბერს ჩრდილოეთ ამერიკის რადიოლოგიური საზოგადოების (RSNA) ყოველწლიურ შეხვედრაზე.

M2
M2

AI რენტგენის ანალიზის მიხედვით მოქმედებს, რისთვისაც ერთგვარი შაბლონებით მოქმედებს, რომლებიც სხვადასხვა დაავადებასთანაა დაკავშირებული — ამ შემთხვევაში ინსულტთან ან გულის შეტევასთან.

„ჩვენი ღრმა სწავლების მოდელი პოტენციურ გადაწყვეტას გვთავაზობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის განსასაზღვრად, რასაც გულ-სისხლძარღვთა რენტგენის არსებული სურათების გამოყენებით ვაღწევთ“, — განმარტავს დოქტორი იაკობ ვაისი, კვლევის წამყვანი ავტორი.

საგულისხმოა, რომ გულმკერდის რენტგენი იმაზე მეტ ინფორმაციას შეიცავს, ვიდრე მკვლევრები თავდაპირველად ფიქრობდნენ. „გულმკერდის რენტგენი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გულმკერდის რენტგენი. მსგავსი მიდგომით, პაციენტებს დროულ გაფრთხილებას ვაძლევთ“, — დასძენს ვაისი.

დოქტორი ვაისისას და მისი კვლევითი ჯგუფის მიერ შემუშავებულ ღრმა სწავლების მოდელს ამ ეტაპზე იმ პირებზე გამოიყენებენ, ვინც კონკრეტულ პრეპარატს იღებს — საუბარია ქოლესტერინის დამწევ წამალზე, რომელიც ინფარქტისა და ინსულტის რისკს 25%-ით ამცირებს.

საინტერესო პოდკასტი | სწრაფი მოდა: როგორ ვაზიანებთ დედამიწას ჩვენი გარდერობით?

როგორ გააძლიეროთ თქვენი მარკეტინგი, 3D/AR-ის საშუალებით