in

ღირს თუ არა სამსახურისთვის AI ფოტოების გამოყენება?

მოდით, ვაღიაროთ, რომ ლინკდინმა ე. წ. პროფესიული ფოტოების ქონა მეტად პოპულარული გახადა. დიახ, ყველა კარგად იაზრებს, რომ მთავარ ფოტოდ აბაზანაში გადაღებული სურათები ან სელფები არ იმუშავებს. თუმცა თუ გსურთ, რომ ეს ფოტო პროფესიონალმა გადაგიღოთ, არც ისე ცოტა თანხის გადახდა მოგიწევთ, ამასთან, გარკვეული ძალისხმევა და დროც დაგჭირდებათ… ახლა კი ამის მოგვარებას ხელოვნური ინტელექტი გთავაზობთ. 

მხოლოდ 15-20 წუთი დასჭირდება, მაგრამ რამდენად კარგი იქნება მისი გამოყენება პროფესიულ კონტექსტში? მოდით, სანამ ამას გავარკვევთ, ჯერ ვნახოთ, როგორ მივიღოთ პროფესიონალური ფოტოები AI-ის დახმარებით:

  • აირჩიეთ მომსახურება — მაგალითად Fotor, Try it on AI და Aragon, ამ პლატფორმების ფასები განსხვავდება, მაგრამ ყველას მსგავსი მომსახურება აქვს. აი, Remini კი თავიდან უფასო საცდელ ვერსიას გთავაზობთ. 
  • დარეგისტრირდით 
  • მიჰყევით ინსტრუქციებს — საწყის ეტაპზე, შესაძლოა, 10-20 სელფის გაგზავნა მოგთხოვოთ, სპეციფიკური მითითებებით პოზების შესახებ, ძირითადად შემთხვევებში სხვადასხვა ფონზე, სხვადასხვა გამომეტყველებითა და კუთხიდან გადაღებულ ფოტოებს ითხოვს, სადაც თმა და თვალები კარგად ჩანს.
  •  დაბოლოს, დაელოდეთ შედეგებს

AI ფოტოგრაფიის ეფექტურობის საჩვენებლად მცირე ექსპერიმენტსაც გვთავაზობენ — ამჯერად Try it on AI-ის პლატფორმა აირჩიეს, რომელიც საკმაოდ იაფი და მარტივია გამოსაყენებლად, 17$ ღირს და 100 ფოტოს აგენერირებს. შემდგომ კი პლატფორმაზე 15 სელფი ატვირთეს. პროცესს 20 წუთი დასჭირდა, რასაც სურათების გადმოგზავნის 1 საათიც დაემატა. შედეგი კი თავად შეგიძლიათ ნახოთ:

რეალური ფოტო
AI-ის მიერ გენერირებული სურათები

AI-ის მიერ გენერირებულმა სურათებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა ფუნდამენტური განსხვავებები რეალურსა და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ფოტოებს შორის არ ყოფილა. თუ დავფიქრდებით, ხშირად ამ დოზით ჩვენი ფოტოები და რეალური ვერსიაც განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგრამ მაინც რჩება კითხვა:

შეგვიძლია თუ არა AI-ის მიერ გენერირებული ფოტოების გამოყენება პროფესიულ კონტექსტში?

პროფესიას გააჩნია, მაგალითად თუ მსახიობი ხართ და კასტინგზე წარდგებით, უმჯობესია, ფოტოზე თქვენი რეალური სახე ჩანდეს. თუმცა პროფესიების უმეტესობა ამას არ მოითხოვს, ეს უბრალოდ პროფილებისთვისაა საჭირო. ამ შემთხვევაში კი AI საუკეთესო ვარიანტია, თანაც ისეთ ვერსიებს გთავაზობთ, რომლის სიყალბეც თვალისთვის შეუმჩნეველია…

#სადანროგორ გავერთოთ 18-20 აგვისტოს — ღონისძიებების კალენდარი

12 ქართველი კალათბურთელი პირველობისთვის – მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია