in

AI ჩეთბოტების საშუალებით ისტორიული ფიგურები „გააცოცხლეს“

AI ჩეთბოტების გამოყენებასთან ერთად, ადამიანები ტექნოლოგიის გამოყენების ინოვაციურ გზებს პოულობენ. და მიუხედავად იმისა, რომ ლეგიტიმური შეშფოთება არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებს ეს სისტემები პირად ინფორმაციებს, ჩეთბოტს უნიკალური და მრავალფეროვანი გამოცდილების შექმნა შეუძლია. ამის ნათელი მაგალითია აპლიკაცია Hello History და Character.ai ვებგვერდი — მათი მეშვეობით, ისტორიულ ფიგურებთან საუბარი შეგვიძლია.

Facing It-ის მიერ შექმნილი Hello History აპლიკაციას მარტივი ინტერფეისი აქვს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ბუდადან დაწყებული, ისააკ ნიუტონით და ელვის პრესლით დასრულებული, ყველას ვესაუბროთ.

ხოლო Google-ის ორი ყოფილი მკვლევრის მიერ შექმნილი Character.ai არის ვებგვერდი, სადაც ჩეთბოტების კიდევ უფრო ფართო სპექტრია წარმოდგენილი — აინშტაინი, ნაპოლეონი, სოკრატე და ჯერ კიდევ ცოცხალი ფიგურები (ილონ მასკი, ბილი აილიში…); ასევე, ანიმეს პერსონაჟები. ცხადია, ყველა ჩათის შემთხვევაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ წინადადებები ტექნოლოგიითაა შექმნილი.

გარდა ტექნოლოგიური წინსვლისა, აღსანიშნავია მსგავსი ჩეთბოტების სარგებელი განათლებაში. როგორც გერმანელი უნივერსიტეტის ერთ-ერთმა სტუდენტმა განუცხადა The New York Times-ს, Character.ai-ს პოლიტიკოსებთან სასაუბროდ იყენებს, რაც სოციოეკონომიკის უკეთ სწავლაში ეხმარება. მით უმეტეს, ხელოვნური ინტელექტი შორეულ წარსულში მცხოვრები ადამიანების საუბარსაც ჩვენთვის გასაგებ ენაზე აგენერირებს.

მკვლევრებმა შექმნეს ბამბა, რომელსაც „თვითჩაქრობის“ უნარი აქვს

რა სურთ მომხმარებლებს 2023 წელს?