გიფიქრიათ, რომ ადამიანი, რომელსაც ეს წუთია ქუჩაში ჩაუარეთ, შესაძლოა, კარგა ხნის მშიერია? რამდენი ასეთი ისტორია ხდება ყოველდღიურად… მაინც, როგორი სახე აქვს შიმშილს? ორგანიზაციამ Feeding America, სააგენტო Leo Burnett-თან ერთად, გადაწყვიტა ეჩვენებინა, როგორ გამოიყურება შიმშილი. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, შეიქმნა პორტრეტები, რომლებიც რეალური ადამიანების ამბებს ჰყვებიან. პორტრეტი 1000 ადამიანის დემოგრაფიული მონაცემების გამოყენებით შეიქმნა (სქესი, ასაკი, ეთნოსი). მთლიანობაში კი, კამპანიამ საკვების ბანკის 28,000 ბენეფიციარის ფოტო გამოიყენა, ვიზუალის შესაქმნელად.