in

ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები დიაგნოსტიკურ კვლევებში

კავკასიის მედიცინის ცენტრის რადიოლოგიურ სამსახურში ინოვაციური სერვისი დაინერგება. დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩატარებისას, ამიერიდან, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იქნება შესაძლებელი. უახლესი ალგორითმი რუტინული კვლევების დიდი მოცულობის შედეგებს გააანალიზებასა და დამუშავებას უზრუნველყოფს.

BOG
BOG

ევექსი ჰოსპიტლების IT მიმართულების ხელმძღვანელის, ლევან დანელიას შეფასებით, ხელოვნური ინტელექტი ახალი სიტყვაა ტექნოლოგიურ მედიცინაში და რადიოლოგიის მიმართულებით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის.

„ხელოვნურ ინტელექტს უამრავი შესაძლებლობა გააჩნია და ძალიან მრავალპროფილურია. ჩვენს ქსელში, პირველ ეტაპზე, დაინერგება ხელოვნური ინტელექტის 2 ალგორითმი ინტრაკრანიალური ჰემორაგიისა (სისხლჩაქცევა თავის ტვინში) და პნევმოთორაქსის (ჰაერის დაგროვება პლევრის ღრუში) მიმართულებებით. დეკემბრის თვიდან ამოქმედდება COVID 19-ის ალგორითმი, რომელიც ვირუსით დაინფიცირებულ პირებში, ფილტვების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს და არ მოითხოვს ჩართულობას პაციენტის მხრიდან. მესამე თვეს კი დაინერგება ალგორითმი (Bone Health), რომელიც ძვალში კალციუმის დონის განსაზღვრას და საჭირო მიმართულებების მიცემას ითვალისწინებს. ჩვენ ამ მხრივ მუშაობას და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას ვგეგმავთ“, – აცხადებს ლევან დანელია.


სერვისი ნოემბრიდან ამოქმედდება და კავკასიის მედიცინის ცენტრთან ერთად, ქსელის 18-ვე სამედიცინო დაწესებულებაში დაინერგება. მომდევნო თვიდან დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებისას პაციენტებს, მათ შორის COVID 19-ით ინფიცირებულ პირებს კონკრეტული ალგორითმებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ ქსელში დაგეგმილი ალგორითმების აბსოლუტური უმრავლესობა დამტკიცებულია აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ასოციაციის (FDA) მიერ. ხელოვნური ინტელექტის სერვისი კი წარმატებით ფუნქციონირებს სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ ისეთ წამყვან ქვეყნებში, როგორიცაა ისრაელი, აშშ, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, ევროპის ქვეყნები, შვედეთი და სხვა.

 

კეტომეგობრული რესტორანი და უშაქრო და უნახშირწყლო პროდუქცია ketomania.ge-ზე

„ჯეპრას“ ინიციატივით, იაკობ გოგებაშვილის ხელნაწერი შრიფტი შეიქმნა